სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

INOTLES პროგრამის დასკვნითი კონფერენცია უკრაინაში

სურათი

2016 წლის 16-18 ივნისს, კიევო-მოჰილას აკადემიის ნაციონალურ უნივერსიტეტში (უკრაინა), ტემპუსის პროექტ ინოტლეს-ის (INOTLES - სწავლისა და სწავლების ინოვაციები ევროპისმცოდნეობის დარგში) ფარგლებში  დასკვნითი კონფერენცია გაიმართა თემაზე „სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა ევროპისმცოდნეობაში“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს  პროექტის კოორდინატორმა ნანა ყურშუბაძემ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან ბერიძემ, ამავე ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი გორგილაძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა ნათია ქათამაძემ და პროექტის კოორდინატორის ასისტენტმა ხათუნა ხაბაძემ. პროექტში მუშაობაში ჩართული იყო ასევე ბსუ-ს 3 სტუდენტი: ნუნუ ჯაფარიძე, მარიამ მახარაძე და ნათია სურმანიძე.

კონფერენციაში განხილული და წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები:

1.ინოვაციური სწავლება ევროპისმცოდნეობაში.

2.დასაქმება და ევროპისმცოდნეობა: საჭიროებები და რეალობა საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და  ბიზნესში.

3.ევროკავშირის პარტნიორების გამოცდილების გაზიარება ევროპული კვლევების მიმართულებით საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

4.პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური სწავლება ჰარვარდის მეთოდის მეშვეობით.

INOTLES პროგრამის მიზანია აღმოსავლეთ სამეზობლოს პარტნიორ ქვეყნებში (კერძოდ, მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში) დანერგოს ევროპისმცოდნეობის ინოვაციური სწავლების მეთოდები, მოახდინოს არსებული მოდულების რესტრუქტურიზაცია და ხელი შეუწყოს ადამიანური და მატერიალური რესურსების გაუმჯობესებას პარტნიორ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებების ბაზაზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა