2017-2018 წლისთვის შვეიცარიის მთავრობა აცხადებს კვლევითი, სადოქტორო და პოსტ-დოქტორანტურის სტიპენდიების გაცემას.
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოყვანილ ბმულზე
დაინტერესების შემთხვევაში, შემდეგი ინფორმაცია უნდა გააგზავნოთ მისამართზე: tif.vertretung@eda.admin.ch
1. რა სახის სტიპენდიის მიღება გსურთ
2. სამოტივაციო წერილი
3. აქტუალური და სრული CV დაბადების თარიღის მითითებით
საელჩოს მიერ მიღებული საბუთების გადამოწმების შემდეგ დაინტერესებული პირი მიიღებს სააპლიკაციო ფორმებს.
საელჩოში საბუთების ჩაბარების ბოლო ვადა გახლავთ 18 ნოემბერი 12:00 საათი.