28 ოქტომბერს, 32-ე აუდიტორიაში გაიმართება საფრანგეთის საელჩოს კულტურული განყოფილების, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და კამპუს ფრანსის წარმომადგენლის პრეზენტაცია ბსუ-ს სტუდენტებისათვის. დაინტერესებულ სტუდენტებს გააცნობენ სასწავლო და სასტიპენდიო პროგრამებს, როგორც ფრანგულენოვანს, ასევე ინგლისურენოვან კურსებს. საუბარი შეეხება, აგრეთვე, ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდებსა და საფრანგეთში ფრანგული ენის გაუმჯობესების შესაძლებლობებს.