ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ერასმუს+ მეორე გამოცხადება და მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი სტუდენტებისთვის დასრულდა. პროექტში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 122-მა მსურველმა გაიარა, მათგან მეორე ეტაპი - ტესტირება ინგლისურ ენაში (B1.2 დონე) 73 სტუდენტმა გადალახა და შემდეგ ეტაპზე (გასაუბრება) გადავიდა. გასაუბრება Erasmus+ Credit Mobility- ის ბსუ-ს კომისიასთან ჩატარდა ა. წ. 11-12 ნოემბერს.
გასაუბრების შედეგები