ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის 5 სტუდენტს საშუალება ეძლევათ ერთი სემესტრით სწავლა გააგრძელონ ყაზახეთის იურიდიულ უნივერსიტეტში.
მობილობა უნდა განხორციელდეს 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში;
მობილობის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
-
სტუდენტი უნდა იყო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
-
უნდა იყოს ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტი;
-
უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება.
ენის ცოდნა (ინგლისური) არანაკლებ B1.დონისა
საბუთები:
-
პირადობის მოწმობის/ საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
CV (ქართულ ენაზე);
-
რეკომენდაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ქართულ ენაზე);
-
ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე).
მიმღები უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს საერთო საცხოვრებელს.
-
დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 16 დეკემბერი, ბსუ-ს კანცელარია (ოთახი #1).