
ათათურქის უნივერსიტეტი იწვევს ორ სტუდენტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რიგით 11-ე საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში ‘’კულტურათაშორისი ხიდები’’ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება ქალაქ ერზრუმში 2 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით.
ათათურქის უნივერსიტეტი ფარავს შემდეგ ხარჯებს: საცხოვრებელი, სამჯერადი კვება
საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულების შემდგომ სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატი (3 კრედიტი)
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- სტუდენტი უნდა იყო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
- უნდა იყოს ბაკალავრიატის მეორე ან მესამე კურსის სტუდენტი;
- უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება.
სამუშაო ენა - ინგლისური (B2)
საბუთები:
- პირადობის მოწმობის/ საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- CV (ქართულ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა : 2017 წლის 29 მაისი, 18:00 საათი , ბსუ-ს კანცელარია
კონრურსის ეტაპები:
- საბუთების წარდგენა/შემოწმება
- ტესტირება ინგლისურ ენაში (B2)
- გასაუბრება

უკან |