სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ერაზმუს+-ს გაცვლითი პროგრამის მესამე გამოცხადება პერსონალისთვის

ერაზმუს+-ს გაცვლითი პროგრამის მესამე გამოცხადება პერსონალისთვის 2017-2018 სასწავლო წლისთვის დაიწყო. მობილობის ხანგრძლივობაა 7 დღე და უნდა განხორციელდეს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრებში.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებლები/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.

სტიპენდია ითვალისწინებს დღიური  და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2018  წლის 12 თებერვალი, 18:00 საათი

მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და საბუთების ორიგინალები წარმოადგინონ ბსუ-ს კანცელარიაში, არაუგვიანეს 12 თებერვლის 18:00 საათისა. 

რეგისტრაციის ლინკი: http://registration.bsu.ge

საბუთები: 

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან (ქართულ ენაზე);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა/სერთიფიკატი - B2 (ინგლისურ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
  • მხარდაჭერის წერილი მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).

კონკურსის ეტაპები:

  • საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესით;
  • საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
  • კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

შენიშვნა
აკადემიური პირებისთვის შესაძლებელია Skype-გასაუბრება მიმღებ უნივერსიტეტთან.

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა