ლიტვის სახელმწიფო სტიპენდიის კონკურსის ფარგლებში მიკოლას რომერის უნივერსიტეტი აცხადებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიღებას 1/2 სემესტრით. თვიური სტიპენდია შეადგენს 380 ევროს და პროგრამაში მონაწილე სტუდენტების სწავლის გადასახადს სრულიად ფარავს ლიტვის რესპუბლიკა. სტიპენდიის მოსაპოვებლად საბუთების წარმდგენის ბოლო ვადაა: 2018 წლის 1 მარტი.
მგზავრობის, საცხოვრებელის, ბიბლიოთეკის წევრობის ხარჯები უნდა დაფაროს მონაწილემ.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი და შემდეგი ელექტრონული მისამართი: http://stipendijos.lt/en/the-call-for-applications-for-2018-2019-short-term-studies-is-now-open-1
დანართი