სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ერთობლივი „RUSTAVELIDAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამა აცხადებს კონკურსს დოქტორანტებისათვის და ახალგაზრდა მეცნიერთათვის.
სასტიპენდიო პროგრამა არის გამოცხადებული შემდეგი მიმართულებებით:
- კვლევითი სტიპენდია დოქტორანტებისათვის - ხანგრძლივობა 3 თვე;
- დოქტორანტებისათვის, რომლებიც ერთობლივ სადოქტორო პროექტებში/პროგრამებში არიან
ჩართული - ხანგრძლივობა 6 თვე;
- სამეცნიერო სტაჟირება ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (Post-Docs) ხანგრძლივობა 4-6 თვე;
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2018 წლის19 მარტი;
სტიპენდიის ფარგლებში კვლევის განხორციელების პერიოდია 2018 წლის 15 მაისი - 15 ნოემბერი;
დოკუმენტების წარდგენა სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით ხდება სამ ეტაპად:
ა) დოკუმენტაციის ატვირთვა DAAD-ს ონლაინ სისტემაში (http://rustaveli.org.ge/images/daad%202018/pirobebi%20(danarti%201)%20.pdf) (19 მარტამდე)
ბ) ამობეჭდილი დოკუმენტაციის წარდგენა DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრში (არა უგვიანეს 20 მარტისა)
გ) დოკუმენტაციის წარდგენა რუსთაველის ფონდში;
საჭირო დოკუმენტები:
- კვლევითი პროექტი ქართულ ენაზე;
- პროექტის ბიუჯეტი ქართულ ენაზე - (იხ. დანართი 1)
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2)
საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება:
თსუ - 26 თებერვალი, 16:00 სთ. / კორპუსი 1, აუდიტორია 101.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 28 თებერვალი, 16:00 სთ. / A კორპუსი, აუდიტორია A 101
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ელექტრონული მისამართი: http://rustaveli.org.ge/images/daad%202018/pirobebi%20%28danarti%201%29%20.pdf
დანართი1 დანართი 2