14 მარტი 2019 წელი
ტურიზმის ფაკულტეტის მოწვეულმა სპეციალისტმა ნინო დევაძემ ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში ბოლონიის უნივერსიტეტში „საერთაშორისო ტურიზმის და დასვენების ინდუსტრიის“ (ITALI) საგანმანათლებლო პროგრამის სასემინარო კომპონენტში ლექციები ჩაატარა. ნინო დევაძემ სტუდენტებს ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ტურიზმის სტატისტიკის საკითხები გააცნო. „საერთაშორისო ტურიზმის და დასვენების ინდუსტრიის“ 3-კრედიტიანი სასემინარო კომპონენტი 26 თებერვლიდან 10 მარტამდე ბოლონიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა გაიარეს.