აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ბსუ-ში გაცვლითი პროგრამებით მყოფ ესპანელ, რუმინელ, თურქ, ყაზახ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს უმასპინძლა. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა, დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა ნინო ხახუბიამ სტუდენტებს დეპარტამენტის საქმიანობა გააცნეს და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები წარუდგინეს. ღონისძიების დასასრულს, სტუდენტებს საინფორმაციო-სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ. შეხვედრა ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ინიციატივით გაიმართა.