გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

მათემატიკის მასწავლებელი მინდა ვიყო

სურათი

“მე ვარ რებეკა დავითაძე, 17 წლის, აბიტურიენტი.  ვსწავლობ ქ. ბათუმის №15 საჯარო სკოლაში, ვარ ოქროსმედალოსანი.  

ჩემი სასკოლო ცხოვრება საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია. საგანმანათლებლო დაწესებულება  მშვიდ გარემოსა და სასწავლო პროცესთან ერთად  ყოველთვის მაძლევდა საშუალებას, ჩავრთულიყავი ამა თუ იმ ოლიმპიადაში, რითაც დიდი გამოცდილება მივიღე. ეს ყველაფერი დამეხმარა დამოუკიდებელი და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. ვარ სხვადასხვა სასკოლო პროექტის მონაწილე. სკოლიდან ვიყავი გაცვლითი პროგრამით თურქეთში. ვფიქრობ, სკოლამ მომცა საკმაო ბაზა და მიმართულება ავირჩიო სამომავლო პროფესია. მე ვირჩევ ბსუ-ს და ვირჩევ სამართალმცოდნეობის სპეციალობას.

სასკოლო საგნებს შორის განსაკუთრებულად მიყვარს და ვსწავლობ ისტორიას.  ცხოვრებაში არსებული უსამართლობის გამო, მაქვს სურვილი ვიყო სამართალმცოდნე და კანონებით ვებრძოლო უსამართლობას. ზუსტად ვიცი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მომცემს იმის საშუალებას, რომ ღრმად ჩავწვდე სამართლის ფილოსოფიას, მივიღო შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება, პრაქტიკა და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, პირნათლად ვემსახურო საზოგადოებას. მჯერა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილი და კომფორტული ატმოსფეროთი, პროფესიონალი ლექტორებით და საინტერესო გაცვლითი პროგრამებით,  მომცემს საშუალებას თავი დავიმკვიდრო  პროფესიით.  მჯერა, რომ ბსუ-ში გატარებული წლები უპირველესად იქნება ნაყოფიერი, მივიღებ იმას, რასაც ველოდები. სტუდენტობა იქნება მხიარული, შრომატევადი ლაღი და სასიამოვნო. მინდა ვიყო აქტიური სტუდენტი და ვიცხოვრო სტუდენტური ცხოვრებით. სტუდენტობის წლები, როგორც ილიას ,,4 წელიწადი”, იქნება ცხოვრების საძირკველი, ცხოვრების წყარო სათავე, ბეწვის ხიდი, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული.

წინ ეროვნული გამოცდებია, ახლა ჩემი მომავალი გამოცდების წარმატებით ჩაბარებაზეა დამოკიდებული. ამავდროულად კი, ერთი რამ ზუსტად ვიცი - წლების შემდეგ მე წარმატებული იურისტი ვიქნები!

დიახ, მე ვირჩევ ბსუ-ს ჩემი მომავლისთვის...“


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა