გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

მე წარმატებული იურისტი ვიქნები

სურათი

მე ვარ დიანა ქამადაძე, 17 წლის. ვსწავლობ ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასში. აქტიურად ვარ ჩართული, როგორც სასკოლო, ისე არაფორმალურ აქტივობებში. ვმონაწილეობ როგორც საგანმანათლებლო ოლიმპიადებში, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში.

„კინგსის“ ოლიმპიადების აქტიური მონაწილე ვარ, მათემატიკის მიმართულებით აჭარის ფარგლებში ათეულში მოვხვდი,  ასევე ვმონაწილეობდი ,,ეტალონში“. არაფორმალური განათლების სახით ვაქტიურობდი პროექტში ,,ვირტუალური საკვირაო სკოლა ახალგაზრდებისთვის’’. ასევე ვარ  პროექტ ,, გახდი ინფორმირებული”-ს გამარჯვებული. ახალგაზრდულ ორგანიზაცია ,,talented generation“-ში  (ნიჭიერი თაობა) ვიყავი გენერალური მდივნის მოადგილის პოზიციაზე. სკოლაში საბაზო საფეხურის 10 ქულებზე დახურვისთვის გადმომეცა კომპიუტერი და ასევე ვარ ოქროსმედალოსანი მოსწავლე. სპორტულ შეჯიბრებებში დიდ წარმატებას მივაღწიე კალათბურთსა და ჭადრაკში.

რაც შეეხება პროფესიულ ოცნებას, მინდა ვიყო მათემატიკის მასწავლებელი, ეს სურვილი ჩემმა მასწავლებლებმა  განაპირობეს. დაწყებითი კლასის მასწავლებლმა შემაყვარა მასწავლებლის პროფესია. საკუთარ თავში აღმოვაჩინე მათემატიკის ნიჭი და ეს ორი ერთმანეთს შევუთავსე.

მინდა ჩავაბარო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგან ეს ის ადგილი და გარემოა, სადაც სიღრმისეულად შევძლებ პროფესიის დაუფლებას. ბსუ ის უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც საერთაშორისო განათლების უდიდეს შანსს სთავაზობს საკუთარ სტუდენტებს. ასევე აქვს სხვადასხვა სახის გაცვლითი პროგრამები და სხვა საინტერესო პროექტები.

ამბობენ,  რომ ახალგაზრდისთვის სტუდენტობა ყველაზე კარგი და ტკბილად გასახსენებელია. ამიტომაც შევეცდები, რომ სტუდენტური წლები ყოველმხრივ ნაყოფიერად გამოვიყენო. ზუსტად ვიცი, რომ რამდენიმე წელში მათემატიკის წარმატებული მასწავლებელი ვიქნები და ამაში ბსუ დამეხმარება თავისი მდიდარი ისტორიით და კვალიფიციური კადრებით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა