ბსუ-ში საუნივერსიტეტო სპორტული ტურნირი ჩატარდა
12 ივნისი 2019 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო სპორტული ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრში სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებთან ერთად აბიტურიენტები მონაწილეობდნენ. პირველობა მკლავჭიდში, წოლჭიმსა და ბაგირის გადაწევაში გაიმართა და მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას. მკლავჭიდში I ადგილი 75 კგ წონით კატეგორიაში აბიტურიენტმა რამინ მარკოიძემ მოიპოვა, მძიმე წონით კატეგორიაში I ადგილი ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტს გიორგი საფარიძეს ერგო. ბაგირის გადაწევაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდი სტუდენტისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა გაიმარჯვა. წოლჭიმში I ადგილი დაიკავა (140 კგ. ) და უნივერსიტეტის რეკორდი დაამყარა ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტმა მანუჩარ მარკოიძემ.
სრულად