სამეცნიერო პროექტის დასახელება: „დასავლეთ საქართველოში ინტროდუცირებული ციტრუსოვნების ბიოაქტიური ნაერთების შესწავლა, მანდარინის ანარჩენის ქიმიური შედგენილობის კვლევა და მისი გადამუშავების მცირენარჩენიანი და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიის შემუშავება“.
გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: მთავარი მეცნიერ-თანამშრომლი მერაბ არძენაძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი მერაბ არძენაძე, მეცნიერ-თანამშრომელი დარეჯან ჩიქოვანი, უფროსი ქიმიკოსები: ელენე ქამადაძე, ლენა კოპლატაძე; ტექნოლოგი ქეთინო თელია, დოქტორანტი ინგა ქარცივაძე
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2019 წ.
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:
პროექტის მიზანია საქართველოში ინტროდუცირებული ციტრუსის ჯიშების ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების (ფენოლური ნაერთების, ნახშირწყლების, ორგანული მჟავების, პიგმენტების, ეთერზეთების და სხვა) შესწავლა, ნედლეულის აღების ოპტიმალური პირობების დადგენა და მათგან ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით მდიდარი კონცენტრატების და პრეპარატების მიღების ტექნოლოგიის შემუშავება, ასევე მანდარინის გადამუშავების საწარმოო ნარჩენების(გამონაწნეხის) ფიზიკო-ქიმიური კვლევა და მათი გადამუშავების უნარჩენო და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფენ გამოყენებული ნედლეულის ყველა ღირებული კომპონენტის მაქსიმალურად და კომპლექსურად გამოყენებას მაღალი ხარისხის სასარგებლო პროდუქტების მისაღებად.
პროექტის მიზნების მისაღწევად გადასაჭრელია შემდეგი ამოცანები:
- ინფორმაციის შეგროვება და მონაცემთა ბაზის შექმნა;
- საცდელი მცენარეების ზრდა-განვითარების მონიტორინგი. საცდელი მცენარეებიდან აღებული ნაყოფის ფიზიკური მახასიათებლების და ქიმიური შედგენილობის შესწავლა საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით და იდენტიფიცირებული ჯიშების ქიმიური შედგენილობის მიხედვით პასპორტიზაცია და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
- ნაყოფის, მისი გადამუშავების ანარჩენების და წარმოებული პროდუქტების ფენოლური ნაერთების (კატექინები, ფენოლკარბონმჟავების, ფლავონები, პროანტოციანები, ფლავონოიდური გლიკოზიდები), წითელ ნაყოფებში-ანტოციანების) რაოდენობრივი და თვისობრიი შესწავლა სპექტრალური და მაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფირებით (ულტრაიისფერი, მასსპექტომეტრული და ფოტოდიოდური დეტექტორებით);
- ნაყოფის, მისი გადამუშავების ანარჩენების და წარმოებული პროდუქტების ნახშირწყლების და ორგანული მჟავების თვისობრივი და რაოდენობრივი შესწავლა მაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფირებით; (ულტრაიისფერი და რეფრაქციული ინდექსის დეტექტორები)
- ნაყოფის, მისი გადამუშავების ანარჩენების და წარმოებული პროდუქტების
- ანტიოქსიდანტურობის განსაზღვრა და ქიმიურ შედგენილობასთან კორელაციის დადგენა
- ნაყოფის, მისი გადამუშავების ანარჩენების და წარმოებული პროდუქტების მინერალური კომპლექტის კათიონებისა და ანიონების HPLC-Conductivity მეთოდით შესწავლა
- შერჩეული ნედლეულის შენახვის უნარიანობის კონტროლი, ნაყოფის გადამუშავების დროს
- ბიოაქტიური ნაერთების ცვლილებების ქრომატოგრაფიული და სპექტრალური მეთოდებით შესწავლა;
- ციტრუსოვნების ნაყოფის გადამუშავების ანარჩენების (გამონაწნეხის) წინასწარი დამუშავების (წყლით დამუშავება, დაქუცმაცება) გავლენა P ვიტამინის გამოსავლიანობასა და მის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე;
- ციტრუსოვნების წვენგაცლილი ნარჩენიდან P ვიტამინური აქტიურობის სუბსტანციის მიღების ტექნოლოგიური რეჟიმების დადგენა( ექსტრაგენტისა და ნარჩენების (გამონაწნნეხის) თანაფარდობა, ექსტრაქციის დრო, არის pH, ტემპერატურა.
- ციტრუსოვნების ნაყოფის წვენგაცლილი ნარჩენებიდან ვიტამინ P მიღების მცირენარჩენიანი და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიის აპრობაცია ქობულეთის ციტრუსების გადამუშავების საწარმოს ბაზაზე;
- ციტრუსების ნარჩენებიდან მიღებული ვიტამინ P -ს ფიზიკო-ქიმიური გამოკვლევა, მოქმედ სტანდარტთან შეაბამისობის დადგენა და ტექნოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება.
- ორ კონფერენციაში მონაწილეობა და ორი მაღალრეიტინგული ჟურნალისათვის სტატიის მომზადება. საბოლოო ანგარიშის (მონოგრაფიის) მომზადება. მათი გამოქვეყნება მოხდება პროექტის წესების მიხედვით მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო კონფერენციაში მონაწილეობა პროექტის მსვლელობისას.
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის განხორციელებით თანამედროვე ფიზიკო-ქიმიური და ინსტრუმენტული მეთოდების გამოყენებით პირველად შესწავლილი იქნება საქართველოში ინტროდუცირებული ციტრუსოვნების ახალი ჯიშების ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები. მაღალი და ულტრამაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფების (ულტრაიისფერი, ხილული ტალღის, რეფრაქციული ინდექსის, გრავიმეტრული და მას-სპექტრალური დეტექტორით) გამოყენებით ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების იდენტიფიკაცია. შეიქმნება სალიტერატურო მასალა მათი თვისობრივი და რაოდენობრივი შემცველობის შესახებ. კერძოდ, ციტრუსების ახალ ჯიშებში ნახშირწყლების (მონოსაქარიდები, ოლიგოსაქარიდები) და ორგანული მჟავების (დი- და ტრი- კარბონმჟავები, ფენოლკარბონმჟავები) დაგროვების დინამიკა.
ქრომატოგრაფიული და კლასიკური მეთოდების გამოყენებით გამოყოფილი და იდენტიფიცირებული ინდივიდუალური ფენოლური ნაერთები, მათ შორის ფლავონოიდების და ანტოციანების კომპლექსის წარმომადგენლები. ციტრუსოვანთა ნაყოფში მათი დადგენილი თვისობრივი და რაოდენობრივი შემცველობა.
ციტრუსოვანთა ნაყოფის ახალ ჯიშებში პოლისაქარიდების-პექტინოვან ნივთიერებათა (პროტოპექტინი და ჰიდროპექტინი) და ცელულოზის შემცველობა. მაღალი წნევის სითხოვანი
ქრომატოგრაფირების მეთოდით შესწავლილი ციტრუსოვანთა ახალ და ინტროდუცირებულ ჯიშებში ქლოროფილის, კაროტინოიდების და L-ასკორბინის მჟავას და ვიტამინების შემცველობა.
დადგენილი იქნება ბიოაქტიურ ნაერთთა შემცველობასა და ანტიოქსიდანტობას (DPPH (2,2 დიფენილ-1-პიკრილჰიდრაზინი) შორის კორელაციური დამოკიდებულება.
პროექტის განხორციელებას გარდა პირდაპირი ეკონომიკური ეფექტისა ექნება სოციალურ- ეკონომიკური ეფექტი კონკრეტული რეგიონისათვის, როგორც ზოგადად ტურიზმის, ასევე აგროტურიზმის გააქტიურების მიმართულებით, ამაღლდება მთლიანად ქვეყნის იმიჯი, როგორც ნატურალური პროდუქტების მწარმოებელი ქვეყნისა, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, ნატურალური პროდუქტები დადებით გავლენას მოახდენს მოსახლეობის და ტურისტების ჯანმრთელობაზე, რაც გააუმჯობესებს ზოგადად სოციალურ სფეროს. ნატურალური პროდუქტები დარგის ამ სეგმენტს კონკურენტუნარიანს გახდის.
პროექტის განხორციელების მეცნიერული შედეგები საშუალებას მოგვცემს, რეგიონში შემდგომში გავაფართოოთ და სრულვყოთ კვლევების ფორმები და მეთოდები. ეს კი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის და რეგიონის სამეცნიერო პოტენციალის და აგრარული სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
უკან |