სამეცნიერო კვლევები

„საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეული მაღალმოსავლიანი, დაავადებებისადმი გამძლე საშემოდგომო ხორბლის გენოტიპების იდენტიფიცირება საქართველოს სხვადასხვა გარემო პირობებში გამოცდის გზით“

სამეცნიერო პროექტის დასახელება:  საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეული მაღალმოსავლიანი, დაავადებებისადმი გამძლე საშემოდგომო ხორბლის გენოტიპების იდენტიფიცირება საქართველოს სხვადასხვა გარემო პირობებში გამოცდის გზით“

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ზოია სიხარულიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:  ქეთინო ნაცარიშვილი -კოორდინატორი, ახალგ.აზრდა მკვლევარი, რუსუდან დუმბაძე -ახალგაზრდა მკვლევარი, ლამზირი გორგილაძე - ახალგაზრდა მკვლევარი.

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადები:  2019-2022

პროექტის მოკლე აღწერა: ნებისმიერი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის და ეკონომიკური დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანეს პირობას სასურსათო უზრუნველყოფა წარმოადგენს და მარცვლოვანი კულტურების წარმოება სამართლიანად ითვლება სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძვლად. ხორბლის, როგორც სასურსათო პროდუქტის მნიშვნელობა, განუზომელია ადამიანის საზოგადოებრივი ცხოვრების არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე. საქართველო ველური ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი სამშობლოა და ხორბლეულის ისტორიაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უხსოვარი დროიდან იწყება. თუმცა,  დღეისათვის ხორბლის ნათესი ფართობი 44.8 ათას ჰექტარს, ხოლო ხორბლის მოსავალი 1ჰა-ზე საშუალოდ - 2,2 ტონას შეადგენს. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების ზრდა ხორბლის გაუმჯობესებული, კონკურენტუნარიანი ჯიშების ხარჯზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ერთ-ერთ საშინაო პრიორიტეტს წარმოადგენს. ბოლო პერიოდში ხორბლის წარმოების მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყო CIMMYT-ისა და ICARDA-ს  საშემოდგომო ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო პროგრამასთან საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბების გზით და პროექტის მონაწილეების მიერ გამოცდილი იქნა სხვადასხვა საერთაშორისო სანერგე და  ხორბლის რამდენიმე გამორჩეული გენოტიპი დარეგისტრირდა, როგორც ახალი ჯიში საქართველოს მეხორბლეობის რაიონებში წარმოების მიზნით.

წარმოდგენილი პროექტის მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა აგრო-კლიმატურ ზონაში იმუნოლოგიური და ეკოლოგიური გამოცდის საფუძველზე გამორჩეული ისეთი გენოტიპების იდენტიფიცირება, დარეგისტრირება და შემდგომში წარმოებაში დანერგვა, რომლებიც საქართველოში წარმოებულ ჯიშებს აღემატებიან ადაპტაციის უნარით, მოსავლიანობით, დაავადებების მიმართ გამძლეობითა და მარცვლის ხარისხით. პროექტის მიზანია, აგრეთვე, სემინარისა და სადემონსტრაციო ნაკვეთების ორგანიზება ფერმერების, სელექციონერების, მარცვლის მწარმოებლების, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის. ეს იქნება საუკეთესო გზა, წარმოვადგინოთ პროექტის მთავარი პრაქტიკული შედეგი - ხორბლის ახალი ჯიშები. პროექტი შვიდი ამოცანისაგან შედგება და მათ განსახორციელებლად საერთაშორისო კლასიკური მეთოდები იქნება გამოყენებული. საკვლევი თემატიკის მიმართულებით შესაბამისი ცოდნის, მაღალი კომპეტენციის და დიდი გამოცდილების მქონე  ძირითადი მონაწილეები და უცხოელი კონსულტანტი უზრუნველყოფენ პროექტის წარმატებით დასრულებას. კვლევა გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესებას, რაც უდავოდ ხაზს უსვამს წარმოდგენილი კვლევის მნიშვნელობას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა