სამეცნიერო კვლევები

„ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმში დაცული მონეტების კატალოგი“

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ირინე ვარშალომიძე ისტორიის აკადემიური დოქტორი,  ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:   მოწვეული მასწავლებელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო ძნელაძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2018-2021

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: პროექტი მიზნად ისახავს ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის  შესწავლას. აქ დაცული კოლხური თეთრების,  ელინისტური ხანის ამისოს, სინოპის, ტომის, პანტიკაპეონის, ეფესოს, სელევკიდების, მაკედონელთა დინასტიის სხვადასხვა წარმომადგენლების, მითრიდატე ევპატორის, რომის სხვადასხვა იმპერატორების სახელით მოჭრილი საფასეების, პართიის, სასანური ირანის, ბიზანტიის, ტრაპიზონის ასპრების, კირმანეული თეთრის, არაბული, სელჩუკური, ქართული: გიორგი I, თამარის, რუსუდანის, ლაშა-გიორგის, ერეკლე II, ირანული თუ ოსმალური, რუსული თუ ევროპულ საფასეების ატრიბუციას და სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვას. მათი საერთო რაოდენობა 700-საღემატება.  პროექტის განხორციელების შედეგად გამოიცემა ქართულ-ინგლისურენოვანი კატალოგი ,,ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმში დაცული მონეტები“. აღნიშნულ მუზეუმში დაცული მონეტების უნიკალური კოლექცია უცნობია ქართველი ნუმიზმატებისათვის და საერთოდ ნუმიზმატიკით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის. კატალოგის შესავალში ზოგადად იქნება მიმოხილული რეგიონის სამონეტო მიმოქცევის ისტორია ანტიკური ხანიდან ოსმალთა ბატონობის დამყარების ჩათვლით. მონეტების ფოტოები და აღწერილობა წარმოდგენილი იქნება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. თითოეული ეპოქ გამოყოფილი იქნება ცალკე თავებად და მასთან დაერთვება ეპოქის მოკლე დახასიათება.  მითითებული იქნება ყოველი მონეტის აღმოჩენის გარემოება, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილი მონეტების ტოპოგრაფიული რუკა. აღნიშნული ძეგლების გამოქვეყნებით ისტორიკოსებს, არქეოლოგებს, ეკონომისტებს ვაწვდით ობიექტურ წყაროს, ვუქმნით წყაროთმცოდნეობით ბაზას, რათა გამოიყენონ სხვადასხვა კვლევებისათვის. კონკრეტულად გამოადგებათ იმ ისტორიკოსებს, რომლებიც მუშაობენ ბერძნული კოლონიზაციის, კოლხეთის სამეფოს წარმოქმნის,  აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთისა და ანტიკური სამყაროს ურთიერთობებზე, პონტოსა და კოლხეთის, რომაული, ბიზანტიური, სასანური, არაბული, სელჩუკური, მონღოლური ექსპანსიისა და სავაჭრო-პოლიტიკურ ურთიერთობებზე და ა.შ. 

ნუმიზმატიკური კატალოგები ტურისტებში დიდ ინტერესს იწვევს, რაც უდავოდ ხელს უწყობს ჩვენი მეცნიერული მიღწევების პოპულარიზაციას უცხოეთში. აგრეთვე ადგილობრივ მოსახლეობას აინტერესებს თუ რომელი ქვეყნების ფული მიმოიქცეოდა ძველად ჩვენში და როგორი ვიზუალი სახე აქვთ მათ.

 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა