სამეცნიერო პროექტი - დასავლეთ საქართველოში გავრცელებული კივის, ფეიჰოას, მოცვის და სხვა კენკროვნების ნაყოფის ქიმიური შედგენილობის შესწავლა მოკრეფის, შენახვის და შეფუთვის ოპტიმალური წესების დასადგენად FR/335/10-160/14
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ინდირა ჯაფარიძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები - ასოცირებული პროფესორი მაია ვანიძე, პროესორი ალეკო კალანდია, დარეჯან ჩიქოვანი
სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2015-2017 წწ.
სამეცნიერო პროექტის პროექტის მიზანი - კივის, ფეიჰოას და მოცვის გავრცელებული და ახალი პერსპექტული ჯიშების ნაყოფის ქიმიური შედგენილობაზე ადგილობრივი ეკოლოგიური პირობების გავლენის შესწავლა, დასავლეთ საქართველოსათვის ადაპტირებული მოკრეფის ვადების დადგენა, ნაყოფის შენახვის დროს მიმდინარე ქიმიური ცვლილებების შესწავლა და შენახვის ოპტიმალური რეჟიმების დადგენა, მიღებული შედეგებით მოწეული მოსავლის რაციონალურად გამოყენება, საცდელ-სადემონსტრაციო შესანახი კამერის შექმნა, საქართველოში მოყვანილი კივისა, ფეიხოას, მოცვის და სხვა კენკროვნების ნაყოფების შენახვის რეჟიმებისათვის თეორიული საფუძველის შექმნა, მიღებული შედეგების პრაქტიკაში შემდგომი გამოყენებით სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტების წარმოების ამ სეგმენტის კონკურენტუნარიანობის და რენტაბელურობის ამაღლება, რეგიონში დასაქმებული ადამიანების რიცხვის და მათი შემოსავლების ზრდა, საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის შექმნის ხელშეწყობა და როგორც შედეგი სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანების გაზრდა. ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი დღევანდელი შეზღუდული ტექნიკური შესაძლებლობების პირობებში პროექტის ფარგლებში თანამედროვე ხელსაწყოების შეძენა, რომლებიც უზრუნველყოფენ კვლევების მაღალ სარწმუნოობას და შესაძლებელი გახდება მაღალრეიტინგული გამოცემებისათვის პუბლიკაციების მომზადება და საერთაშორისო პროექტებში ჩართვა.
უკან |