სამეცნიერო კვლევები

„ვეფხისტყაოსნის“ რუსული თარგმანების კორპუსლინგვისტური ანალიზი“

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი მარინა მჟავანაძე

დისერტაციის ხელმძღვანელი: ბსუ-ს  პროფესორი რამაზ ხალვაში

დისერტაციის თანახელმძღვანელი: ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი მანანა თანდაშვილი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2021-2022

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: კვლევის მიზანია „ვეფხისტყაოსნის“ რუსული თარგმანების კორპუსლინგვისტური ანალიზის საფუძველზე ურთიერთმიმართებებისა და მსგავსება-განსხვავებების წარმოდგენა როგორც თარგმანსა და ორიგინალს, ასევე საკუთრივ თარგმანებს შორის.

შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ ინტერესი საუკუნეებს ითვლის. კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგია შესაძლებლობას იძლევა კიდევ უფრო განვავითაროთ და ფართომასშტაბიანი გავხადოთ რუსთველოლოგიური კვლევა-ძიების პროცესი. პოემის რუსული თარგმანების დიგიტალიზაცია და კორპუსლინგვისტური ანალიზი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ციფრული ქართველოლოგიის, კერძოდ, დიგიტალური რუსთველოლოგიის განვითარებას, პოემის ინტერნაციონალიზაციასა და ხელმისაწვდომობას. გარდა თეორიული ნაშრომისა, პროექტის ფარგლებში შეიქმნება რუსული თარგმანების ციფრული ვერსიები, რომელსაც დავაპარალელებთ „ვეფხისტყაოსნის“ ქართულ ტექსტთან. დაპარალელებული ტექსტი დააჩქარებს „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების პარალელური კორპუსის შექმნას, კერძოდ პოემის რუსული თარგმანები გახდება ორგანული ნაწილი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტისა Rustaveli goes digital, რომელიც მზადდება ფრანკფურტის უნივერსიტეტში. დღეისათვის არსებობს პარალელური კორპუსის პროტოტიპული ვერსია, რომელიც მომზადდა პროფ. მანანა თანდაშვილის ხელმძღვანელობით და მოიცავს პოემის მესამე თავის 12 ენაზე შესრულებულ თარგმანებს (http://titus.uni-frankfurt.de/texte/caucasica/rustveli/rgd.htm).


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა