სამეცნიერო კვლევები

„რადიოფიზიკა“

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: ნუგზარ ღომიძე

პროექტის კოორდინატორი: მირანდა ხაჯიშვილი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 6 თვე (2022 - 2023)

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:
მიზანი:

სამეცნიერო ნაშრომის მიზანს წარმოადგენს შეიქმნას სახელმძღვანელო, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტებს, აკადემიურ საზოგადოებას მიიღოს უახლესი სამეცნიერო ინფორმაცია რადიოფიზიკაში, რა თქმა უნდა არსებული და დაგროვილი ცოდნის აკუმულირების და მეთოდურად გამართვის საფუძველზე.

  შესასრულებელი ამოცანებია:

  1. სახელმძღვანელოს შინაარსობრივი გამართვა
  2. გამოთვლების, ანალიზის, რიცხვითი გამოთვლების შესრულება ან შესრულებული კვლევების თავმოყრა და სახელმძღვალოში იმპლემენტაცია შინაარსის შესაბამისად
  3. სახელმძღვანელოს აკინძვა სტამბის პარამეტრბის შესაბამისად, დიზაინის დამუშავება
  4. სახელმძღვანელოს განხილვა, რეცენზირება, რედაქტირება
  5. ISBN მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურების განხორციელება;
  6. ელექტრონული წიგნის მომზადება PDF ფორმატით და ფაილთან წვდომის დამუშავება.

  აქტუალობა:

პროექტი ითვალისწინებს სამეცნიერო ღირებულების სახელმძღვანელოს „რადიოფიზიკა“ შექმნას.  ეს დარგი სათავეს პრაქტიკულად მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იღებს, მაგრამ ტექნოლოგიის განვითარებამ განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მზის სისტემის ყველაზე მძლავრ რადიოვარსკვლავზე, დედამიწაზე. კომუნიკაციისას გამოიყენება სხვადასხვა დიაპაზონის რადიოტალღები, ტექნოლოგიები, როგორიცაა 4G, 5G, 6G, მართვის ავტომატიზებულ სისტემები, სამედიცინო და სადიაგნოსიკო აპარატურა; ვქმნით უსაფრთხოების სისტემებს; ვაფასებთ ეკოლოგიურ მახასიათებლებს და ა.შ. რეალურად მოსახლეობის მცირე ნაწილმა იცის რადიოტალღების ავკარგიანობის შესახებ. ამის დასტურად გამოდგება თუნდაც სრულიად უსაფუძვლოდ ატეხილი აჟიოტაჟი 5G, 6G ტექნოლოგიებისადმი, რომლებიც თითქოსდა წარმოადგენდა COVID ინფექციის წყაროს. მოცემულ სფეროში ხანგრძლივი სამეცნიერო საქმიანობა ჩვენ გვაძლევს საფუძველს თითქმის დარწმუნებით ვამტკიცოთ, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სრულიად გაუაზრებლად, ზოგჯერ გადამეტებულად იყენებს ამა თუ იმ საყოფაცხოვრებო ნივთს, იქნება ეს მიკროტალღური ღუმელი, მობილური ტეეფონი, სხვადასხვა ინერტული აირის შემცვლელი სანათი საშუალებები, კავშირგაბმულობის საშუალებები, როგორიცაა WiFi, ინფრაწითელი თუ ულტრაიისფერი წყაროები და ა.შ., მაგრამ ვიცით კი, თუ როგორია ამა თუ იმ ხელსაწყოს გამოყენების საზღვრები? რა სახის საფრთხეს ვუქმნით საკუთარ ორგანიზმსს გაუაზრებლად? გაცხარებული სამშენებლო ბუმის პირობებში, ახორციელებს თუ არა სამშენებლო კომპანიები შენობის ელექტრომაგნიტურ დაპროექტებას? არის კი ეკრანირებული დაბალი სიხშირის სადენები ჩვენს საცხოვრებელ სახლებში? ეს ხომ ის ადგილებია სადაც ადამიანს მინიმუმ 8-10 საათის გატარება შეიძლება მოუწიოს ყოველდღიურად. ჩვენ გვაქვს განცდა, რომ მოსახლეობამ ნაკლებად იცის მსგავსი ერთი შეხედვით მარტივი სამეცნიერო ინფორმაცია, მით უფრო ხელი ნაკლებად მიუწვდებათ უახლოეს კვლევებთან.

ელექტრომაგნიტური რხევებისა და რადიოდიაპაზონის ტალღების მიღების, გამოსხივების, გავრცელებისა და გამოყენების სფეროში შესაბამისი მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების მომზადება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ერთ–ერთი გამოწვევაცაა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, იტალიაში, ფინეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იაპონიაში და სხვა შემუშავებულია გრძელვადიანი პროგრამები ეკოლოგიური სისტემისა და ადამიანის ელექტრომაგნიტური უსაფრთხოების თაობაზე. აქტუალურია კვლევები, რომლებიც ეძღვნება ახალი მასალების მაგნიტო-ოპტიკური და ოპტიკური თვისებების შესწავლას, ასევე იმ ამოცანების გადაწყვეტას, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციის გადაცემა–მიღებასთან, შავი ზღვის ეკო სისტემის ექსპრესულ და ეფექტურ დიაგნოსტიკასთან, რხევების, ტალღების შეფასებასთან, სიგნალების დამუშავებასთან და სხვა. რეალური გარემოს მახასიათებლების ფლუქტუაციური გადახრის წყაროების მრავალფერიცხოვნობა, სასზღვრო პირობები და კრიტერიუმები, მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, რაც გულისხმობს, კვლევის რადიოფიზიკური და მაგნიტოოპტიკური მეთოდების ეფექტურ შერჩევას, სრულყოფას, ინოვაციური მიდგომების განვითარებას და გამოყენებას კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტისას.

მოცემული სამეცნიერო ნაშრომი - სახელმძღვანელო იქნება ღირებული სამეცნიერო პროდუქტი პრაქტიკულად ყველა უმაღლესი სასწავლებლისათვის. იგი გამიზნული იქნება სტუდენტებისა და აკადემიური წრეებისათვის.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა