სამეცნიერო კვლევები

ციფრული ეკონომიკა - საგანმანათლებლო დაწესებულებების გაციფრულების დონის შეფასება უნივერსიტეტების მაგალითზე

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: ბსუ-ს ეკონომიკის სპეციალობის მაგისტრატურის II კურსის სტუდენტი გიორგი აბაშიძე

პროექტის ხანგრძლივობა: 2022 (დაემატა 6 თვე 2023-ში)

სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ბადრი გეჩბაია

პროექტის მიზანი - დღეს შეუძლებელია გამოვყოთ საქმიანობის სფერო, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებს არ ეფუძნება. ციფრული ტექნოლოგიები ინტეგრირებულია წარმოებისა და მომსახურების ყველა სფეროში და ქმნის ციფრულ ეკონომიკას, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარება 21 - ე საუკუნეში წარმოუდგენელია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ქვეყანას გააჩნდეს მაღალი ციფრული მზაობა და შესაძლებლობა ფეხი აუწყოს ციფრულ ტრანსფორმაციას. აღნიშნულში დიდ როლს თამაშობს საგანმანათლებლო დაწესებულებები, რადგან ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ციფრული უნარების (მომავლის უნარების) მქონე ადამიანისეული რესურსის არსებობა. მიმდინარე პროცესები ქმნის მიდგომების, მეთოდების, სასწავლო პროგრამების მოდიფიკაციისა და ადაპტაციის საჭიროებას უნივერსიტეტებში.

კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნება ციფრული ეკონომიკის არსი, ღირებულების ფორმირების მექანიზმი ციფრულ ეკონომიკაში და ამ მიმართულებით მოწინავე ქვეყნების გამოცდილება. შეფასდება საქართველოს ციფრული მზაობა და აქამდე გადადგმული ნაბიჯები. ეკონომეტრიკული მოდელის საფუძველზე განისაზღვრება ციფრული ეკონომიკის მულტიპლიკატორი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს შევაფასოთ გაციფრულების ზრდის შედეგები. პრაქტიკული კვლევის ფარგლებში შედგება ვიზიტი საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, შეფასდება სერვისების გაციფრულების დონე და ციფრული ეკონომიკის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების არსებობა, რის საფუძველზეც შეიქმნება უმაღლესი სასწავლებლების გაციფრულების ინდექსი. აღნიშნული შესაძლებლობას მოგვცემს განვსაზღვროთ ამ მიმართულებით საგანმანათლებლო სექტორში არსებული მდგომარება, შევიმუშაოთ გამოვლენილი პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული რეკომენდაციების პაკეტი და ხელი შევუწყოთ მოცემული მიმართულების პოპულარიზებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა