გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ბაციკაძე
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი
პროექტის მიზანი - კვლევა შეეხება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში XX საუკუნის 70-90-იან წლებში. განხილული იქნება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები, პირობები და მიმდინარეობი, დაწყებული 1970-იანი წლებიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე. კვლევა დაეფუძნება საარქივო მასალას, რომელიც მოიცავს საარქივო დოკუმენტებს, ამასთანავე ბეჭდურ მედიას და წარმოადგენს თემის გარშემო არსებული სამეცნიერო ნაშრომების განხილვას ფაქტობრივ მასალასთან მიმართებაში.
საკვლევი თემა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ეს პროცესები და მის წიაღში თუ მის შედეგად გაჩენილი რიგი პრობლემატური საკითხები დღესაც აქტიურია და ქვეყნის ყოველდღიურობის ნაწილია. გარდა ამისა, მსგავსი დიდი მნიშვნელობის პროცესები ყოველთვის საყურადღებო და გასაანალიზებელია, რაც თანამედროვე ეტაპზევე სრულყოფილად უნდა შესრულდეს.
კვლევის მიზნების სრულყოფის შედეგად მივიღებთ სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც დეტალურად შეისწავლის აღნიშნულ მოვლენას, მისი დაწყების, განვითარების და შედეგების საკითხებს, მოგვცემს თემის გარშემო არსებული სხვადასხვაგვარი მასალის და წყაროების ანალიზს, მოვლენის ზოგადი ხასიათის, ისტორიაში და თანამედროვეობაში მისი ადგილის და მნიშვნელობის განსაზღვრებას.
უკან |