სამეცნიერო კვლევები

ზღაპრებიდან ეკონომიკურ ცნობიერებამდე...

სამეცნიერო პროექტი  -  ზღაპრებიდან ეკონომიკურ ცნობიერებამდე...

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელიზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი ლელა თავდგირიძე

სამეცნიერო პროექტის კოორდინატორი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი გიორგი ქათამაძე

მკვლევარი: უფროსი მასწავლებელი, ფილოლოგიის დოქტორი მაია ბოლქვაძე

პროექტის ხანგრძლივობა3 წელი (2023-2025)

პროექტის მიზანი, ამოცანა, აქტუალობა:  ადრეული ასაკის ბავშვებში საბაზისო ეკონომიკური განათლების, ეკონომიკური ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საბაზისო ეკონომიკური განათლების რესურსების შექმნა, „ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტით“ საბაზისო ეკონომიკური განათლების ერთ-ერთ მიმართულებად განსაზღვრის რეკომენდაციის შემუშავება;

პროექტის ამოცანებია: ქართულ ხალხურ ზღაპრებში არსებული სოციალურ-ეკონომიკურ-ფინანსური ასპექტების შესწავლა და ანალიზი;  ზღაპრების სწავლებისა და საგანმანათლებლო რესურსების მომზადების პროცესში არსებული ეკონომიკური აქცენტების გამოვლენა; „ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი“-ში შესატანი დამატებების სარეკომენდაციო დოკუმენტის მომზადება, განხილვა და შესაბამის ინსტიტუციისთვის წარდგენა.

კვლევის სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ის წარმოადგენს ქართული ხალხური ზღაპრების (ინტერდისციპლინარული) ანალიზს, საბაზისო ეკონომიკური ინფორმაციის და მათი დანიშნულების გარკვევას-არის თუ არა ეს ასპექტები ზღაპრის საკვანძო მომენტები და როგორ უნდა მოხდეს მათი სათანადოდ ახსნა ბავშვებისათვის, ასევე ზღაპრების კონტენტ-ანალიზი და მათი მარტივი ენით ინტერპრეტაცია. კვლევის სიახლე მდგომარეობს მეთოდოლოგიურ ნაწილშიც- ქართული ხალხური ზღაპრების შესწავლა მოხდება რამდენიმე დარგის: პედაგოგიკის, ეკონომიკის და ფილოლოგიის მიმართულების მეცნიერთა მიერ შერეული კვლევითი მეთოდოლოგიით, რაც დამოუკიდებელი ანალიზის საბოლოო სინთეზირებას გულისხმობს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა