სამეცნიერო კვლევები

„ჭურიის ტორფნარში მძიმე მეტალების დაგროვების ბუნება შრეების მიხედვით“

ამეცნიერო პროექტის დასახელება

ჭურიის ტორფნარში მძიმე მეტალების დაგროვების ბუნება შრეების მიხედვით“

გრანტის დაფინანსების წყარო:

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  ნათელა ტეტემაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:

ნათელა ტეტემაძე - ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი;

იზოლდა მაჭუტაძე - ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უვადო მეცნიერი;

ნინო კიკნაძე -  აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;

მარიამ რომანაძე -  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე სასწავლო წლის სტუდენტი.                                                                      

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2023 წლის 15 დეკემბერი

პროექტის მიზანიამოცანები და აქტუალობა

   ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დადგენა, მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა თანამედროვე მსოფლიოს პრიორიტეტული ამოცანაა. აქტიურად შეისწავლება ტყვიის აკუმულირება მოზარდთა სისხლშიც. ტყვიით, ვერცხლისწყლით, ქრომით და დარიშხანით გარემოს დაბინძურების მონიტორინგი წარმოადგენს თანამედროვე მეცნიერების შესწავლის საგანს.  

    სანაპირო ზოლის ათვისებამ, როგორიცაა ინფრასტრუქტურული პროექტები, ყულევის ტერმინალის და ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა გამოიწვია სანაპირო ჰაბიტატების განადგურება, რასაც დაერთო რუსეთ-უკრაინის ომი. ჯერ კიდევ უცნობია მიმდინარე მოვლენებმა რა გავლენა მოახდინა სანაპირო ზონის მსოფლიო უნიკალურ ტორფნარებზე, რომლებმაც 2021 წლის 26 ივლისს მიიღეს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ტორფნარების ედიფიკატორ და დომინანტ გვარს წარმოადგენს გარემოს დაჭუჭყიანებისადმი მგრძნობიარე  სფაგნუმის  ანუ ტორფის ხავსი, რომელიც მაღალი ადსორბციის უნარით ხასიათდება. ძალიან მნიშვნელოვანია შესწავლილ იქნას ტორფნარის სხვადასხვა შრეში მძიმე მეტალების კერძოდ კი ტყვიის, ვერცხლისწყლის, ქრომისა და დარიშხანის აკუმულირების თავისებურება.

    კვლევის მიზანია დავადგინოთ ჭურიის ტორფნარში აღნიშნული მძიმე მეტალების დაგროვების ბუნება ხავსში, ტორფში და ხავსიდან გამოწურულ წყალში.  კვლევის შედეგები უპასუხებს შემდეგ კითხვებს:

  • ხდება თუ არა ხავსის მიერ საველე პირობებში მძიმე მეტალების ათვისება?
  • ხდება თუ არა ტყვიის, ვერცხლისწყლის, ქრომის და დარიშხანის დაგროვება ტორფნარის შრეებში?
  • წარმოადგენს თუ არა ტორფნარი ატმოსფეროს აღნიშნული მძიმე მეტალებით დაბინძურების არქივს?

კვლევის ამოცანები:

  1. ლიტერატურული მიმოხილვა;
  2. შესყიდვების განხორციელება;
  3. საკვლევი ობიექტიდან ნიმუშების აღება;
  4. ნიმუშების საკვლევად მომზადება;
  5. ნიმუშების მულტიელემენტური ანალიზი პლაზმური ატომურ ემისიური სპექტრომეტრიის მეთოდით;
  6. შედეგების ანალიზი.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები

    შედარებითი ანალიზი 2016-2018 წწ თსუ-ს დოქტორანტის ალექსანდრე ცერცვაძის სადოქტორო შრომის - „კოლხეთის სფაგნუმიანი ტორფნარების ტორფიანი პელოიდების კვლევა“ კვლევის შედეგებთან, რომელშიც მოცემულია რუსეთ-უკრაინის ომამდე ტორფნარებში სხვადასხვა მაკრო და მიკროელემენტების  შემცველობა.    შედარებითი ანალიზის შედეგები იქნება „ღია მეცნიერების“ ერთ-ერთი კომპონენტი.

      შედეგების საფუძველზე მომზადდება სამეცნიერო სტატია, რომელიც გამოსაქვეყნებლად გადაეცემა მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალს. მიღებული შედეგები ასევე, მისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული და გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა