სამეცნიერო პროექტის დასახელება: „ფართო დიაპაზონის ფოროვნების მაღალი მექანიკური, თერმო და ქიმიურად მდგრადი მიკროფილტრაციული მემბრანების მიღება“
გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: რაულ გოცირიძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ნინო მხეიძე, სვეტლანა მხეიძე, ქეთევან თენიეშვილი. სტუდენტები: ვიქტორია მჭედლიძე, ანა დოლიძე, ნატალია სოლომონიძე
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 01.02.2023-31.12.2023
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: მოცემული სამუშაოს მიზანს წარმოადგენს გავზარდოთ ფტოროპლასტის მასალისაგან დამზადებული მიკროფილტრაციული მემბრანების საშუალო ფორის სიდიდის დიაპაზონი, რაც გაზრდის მისი გამოყენების სფეროსაც, განსაკუთრებით თხევადი კვების პროდუქციის ფილტრაციისას. ჩვენ დავისახეთ მიზნად მივიღოთ მიკროფილტრაციული მემბრანები ფორის საშუალო დიამეტრის ფართო დიაპაზონით. მემბრანა ფორის საშუალო დიამეტრით ნაკლები 2000 ნმ-ზე უზრუნველყოფს წყლის გასუფთავებას მიკროორგანიზმებისაგან, ანუ შესაძლებელი გახდება დისტილაციის ან ელექტროდიალიზის პროცესის შედეგად დისტილირებული წყლიდან ან დიალიზატიდან მოვახდინოთ ,,მკვდარი’’ მიკროორგანიზმების სრული მოშორება. საბოლოო პროდუქტი გვექნება საინექციო წყალი, რაც ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი იქნება ფარმაკოლოგიასა და მედიცინაში. გარდა ზემოაღნიშნულისა, ფორის საშუალო სიდიდის ფართო დიაპაზონის მიღება უზრუნველყოფს მრავალი სახეობის თხევადი კვების პროდუქტების ფილტრაციას. კერძოდ, შესაძლებელია გამოვიყენოთ სასმელი წყლის, ღვინის, ლუდის, უალკოჰოლო და ალკოჰოლო სასმელების, კონიაკის, მინერალური წყლების, წყალზე და სპირტზე დამზადებული სხვადასხვა ნაყენების, სამკურნალო მცენარეებიდან მიღებული ექსტრაქტების ფილტრაციისათვის. რაც მთავარია ფთოროპლასტის პოლიმერი საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ ფილტრაციის შედეგად გაბიდნული მემბრანების მრავალჯერადი რეგენერაცია ნებისმიერი სარეგენერაციო ხსნარით, ეს კი საბოლოოდ მოგვცემს საშუალებას ისინი გამოვიყენოთ მრავაჯერადად.
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები
ფთოროპლასტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიმერი, რომელიც გამოირჩევა მაღალი მექანიკური, თერმული და ქიმიური მდგრადობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ აღნიშნული პოლიმერი გამოიყენება მედიცინასა და კვების პროდუქტებში და თუ მისგან დავამზადებთ ფორის საშუალო სიდიდის ფართო დიაპაზონის მიკროფილტრაციულ მემბრანებს, ეს საშუალებას მოგვცემს ისინი გამოვიყენოთ, როგორც ფარმაციასა და მედიცინაში, ასევე ყველა თხევადი კვების პროდუქტის ფილტრაციაში. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ თხევადი ფილტრაციისას სწრაფად ხდება მემბრანების გაბიდნვა (დაბინძურება) და ნებისმიერი სარეგენერაციო ხსნარით მათი მონაცემების აღდგენა საშუალებას მოგვცემს ასეთი მემბრანები გამოყენებული იქნას მრავალჯერადად, რაც გაზრდის მის ეკონომიურობას. პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული მემბრანებით დავამზადებთ მიკროფილტრაციულ დანადგარს, მოვახდენთ მასზე ფილტრაციის დემონსტრირებას და შევთავაზებთ მის დანერგვას ,,ბათფარმას’’ და სხვა წარმოებებს, რომლებიც მუშაობენ თხევად პროდუქტებზე.
უკან |