სამეცნიერო კვლევები

საქართველოს საბანკო სისტემის ციფრული ტრანსფორმაცია: გამოწვევები და პერსპექტივები

ამეცნიერო პროექტის დასახელება:  საქართველოს საბანკო სისტემის ციფრული ტრანსფორმაცია: გამოწვევები და პერსპექტივები

 

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი/კონსულტანტი:  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი გიორგი აბუსელიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ფინანსები და საბანკო საქმის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის II კურსის მაგისტრანტი თამრიკო ზოიძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  2024-2025

პროექტის მიზნები  და კონკრეტული ამოცანები

კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოს საბანკო სისტემის გაციფრულების დონის შეფასება, ასევე მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით საბანკო სისტემაში არსებული ციფრული მზაობის და გამოწვევების დადგენა. აღნიშნული მიზნების მისაღწევად დასახულია შემდეგი ამოცანები:  საქართველოს საბანკო სისტემის გაციფრულების დონის შესწავლა, რაოდენობრივ და თვისობრივ ინდიკატორებზე დაყრდნობით საბანკო სისტემის ციფრული სერვისებისა და პროდუქტების  შეფასება, ციფრული მზაობისა და სისტემაში არსებული გამოწვევების დადგენა; მოწინავე ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისობის დადგენა ქართულ რეალობასთან.

მოსალოდნელი შედეგები

მოცემული კვლევა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ პოპულარიზება გავუწიოთ საბანკო სექტორის გაციფრულების დონის ამაღლების საკითხს. კვლევის ფარგლებში მიღებული შედეგები და რეკომენდაციები დაეხმარება აღნიშნული სფეროს პოპულარიზებას, ფართო საზოგადოების წარმოამდგენლებს კი შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია საბანკო სექტორის გაციფრულების გამოწვევების და პერსპექტივების შესახებ. კვლევის შედეგად გამოვლენილი მაჩვენებლების და შედეგების გაცნობას დაინტერესებული პირები შეძლებენ ნაშრომის პუბლიკაციის შედეგად, როგორც ონლაინ პლატფორმაზე, ისე ბეჭდური ფორმით.

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა