სამეცნიერო კვლევები

ვენჩერული კაპიტალის როლი სტარტაპების განვითარებაში: საქართველოსა და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის კომპარატიული ანალიზი

ამეცნიერო პროექტის დასახელება:  ვენჩერული კაპიტალის როლი სტარტაპების განვითარებაში: საქართველოსა და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის კომპარატიული ანალიზი

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი/კონსულტანტი:  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი გიორგი აბუსელიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ფინანსები და საბანკო საქმის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის II კურსის მაგისტრანტი ბექა სარჯველაძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  2024-2025

პროექტის მიზნები და კონკრეტული ამოცანები

კვლევის მთავარი მიზანია საფუძვლიანად გამოიკვლიოს და გააანალიზოს ვენჩერული კაპიტალის გავლენა სტარტაპების განვითარებაზე საქართველოსა და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. ეს გულისხმობს იმის გაგებას, თუ როგორ ეხმარება ვენჩერული კაპიტალის დაფინანსება სტარტაპების ზრდას, ინოვაციების ხელშეწყობას და ეკონომიკურ მდგრადობას. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა კვლევის ამოცანები: ვენჩერული კაპიტალის გავლენის შეფასება; შედარებითი რეგიონალური დინამიკა; ინვესტორის ქცევის გაგება; პოლიტიკის გავლენა ვენჩერულ კაპიტალსა და სტარტაპებზე.

მოსალოდნელი შედეგები

კვლევის მოსალოდნელ შედეგებს წარმოადგენს ვენჩერულ კაპიტალსა და სტარტაპების განვითარებას შორის კავშირის შესწავლა საქართველოსა და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების ანალიზის საფუძველზე. რაოდენობრივი ანალიზი დაგვეხმარება წარმატებული სტარტაპების წარმატების ინდიკატორების გამოვლენაში, რაც ხელს შეუწყობს ვენჩერული კაპიტალის მნიშვნელობის გაგებას მონაცემებზე დაყრდნობით. დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუების ხარისხობრივმა ანალიზმა შეიძლება გამოავლინოს ინვესტორების ქცევის, გადაწყვეტილების მიღების პროცესებისა და მთავრობის პოლიტიკის გავლენა სამეწარმეო ლანდშაფტზე.

გარდა ზემოაღნიშნულისა, რეგიონების შედარებითი ანალიზი, ხაზს გაუსვამს როგორც საერთო მაჩვენებლებს, ასევე, განსხვავებებს ვენჩერული კაპიტალის გავლენაზე სტარტაპ ეკოსისტემებში. შედეგებმა შესაძლოა აჩვენოს რეგიონალური განსხვავებები საინვესტიციო ტენდენციებში, წარმატების კრიტერიუმებში და სამთავრობო პოლიტიკის ზეგავლენაში. ეს დასკვნები პრაქტიკულ გავლენას მოახდენს პოლიტიკის შემქმნელებზე, ვენჩერულ კაპიტალისტებზე, ინვესტორებსა და მეწარმეებზე, რაც ხელს შეუწყობს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას, კარგი პოლიტიკის წარმართვას და სამეწარმეო ეკოსისტემების გაძლიერებას. ვენჩერული კაპიტალისა და სტარტაპების დინამიკაზე მოქმედი ფაქტორების ყოვლისმომცველი ანალიზი, დაგვეხმარება პრაქტიკული შეხედულებების გაანალიზებაში მეწარმეობის, ინოვაციების და რეგიონული ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა