სამეცნიერო კვლევები

#YS-23-453 - მცენარეთა ფიტოპათოგენური ბაქტერიების მიმართ ანტაგონისტი მიკროორგანიზმების გამოყოფა სხვადასხვა ეკოლოგიური გარემოდან და ბიოლოგიური აქტივობით გამორჩეული იზოლატების სექვენირება ახალი თაობის ტექნოლოგიის გამოყენებით.

ამეცნიერო პროექტის დასახელება:  #YS-23-453 - მცენარეთა ფიტოპათოგენური ბაქტერიების მიმართ ანტაგონისტი მიკროორგანიზმების გამოყოფა სხვადასხვა ეკოლოგიური გარემოდან და ბიოლოგიური აქტივობით გამორჩეული იზოლატების სექვენირება ახალი თაობის ტექნოლოგიის გამოყენებით.

გრანტის დაფინანსების წყარო:  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი  მაკა მურადაშვილი

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი  მაკა მურადაშვილი

მენტორი:

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  ლამზირი გორგილაძე

კონსულტნტები:

1. ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისეროვნული ცენტრი NCDC, გენომის ცენტრის ხელმძღვანელი ადამ კოტორაშვილი

2.ნიდერლანდების ვაგენინგენის კვლევითი უნივერსიტეტის მთავარი მკვლევარი მეცნიერი ჟან ვანდერ ვოლფი

Jean van der Wolf, PhD, Wageningen University and Research, Netherland

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  2024-2025

 პროექტის მიზნები  და კონკრეტული ამოცანები

დღეისათვის მეტად აქტუალურია ანტაგონისტური მიკროორგანიზმებისგან შექმნილი ბიოპრეპარატები, რომლების კლავენ ან თრგუნავენ პატოგენ მიკროორგანიზმების განვითარებას, რადგან მცენარეთა დაავადებებისგან დაცვის ბიოლოგიურ საშუალებებს ბევრი უპირატესობა გააჩნია: ეკოლოგიური უსაფრთხოება, ფიტოტოქსიკურობის შემცირება, ადვილი ხელმისაწვდომობა და წარმოებისათვის ნაკლები ხარჯების საჭიროება. განსაკუთრებული უპირატესობა არის ის, რომ იგი ითვალისწინებს ეკოლოგიური საფრთხეების თავიდან აცილებას. კერძოდ, ბუნებრივი გარემოდან გამოყოფილი მიკროორგანიზმების, როგორც მცენარეთა დაცვის საშუალების გამოყენება თავიდან აგვაცილებს ბიოცენოზში არასასურველ ცვლილებების განვითარებას. ამასთან, ბუნებაში არსებული მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, მიკობაქტერიები, სოკოები და სხვა) საფუძველზე შექმნილ მცენარეთა დაცვის ანტიმიკრობულ საშუალებებს ახასიათებთ მოქმედების სპეციფიკურობა - უნარი დააზიანოს მხოლოდ მავნე ორგანიზმების განსაზღვრული სახეობები და არ მიაყენონ ზიანი სხვა ცოცხალ ორგანიზმებს. აქედან გამომდინარე, მეტად აქტუალურია მცენარეთა დაცვის თანამედროვე ინტეგრირებული, ეკოლოგიური კონცეფციის განვითარება, რომელიც გაზრდის ბიოლოგიურად უსაფრთხო საშუალებების გამოყენებას.

სწორედ ამიტომ, პროექტის კვლევის ობიექტი და თემატიკა საკმაოდ აქტუალურია და სამეცნიერო სიახლის შემცველია, რადგან წარმოდგენილი კვლევის მიზანია პირველად საქართველოში შვისწავლოთ სხვადასხვა ნიადაგობრივკლიმატური ზონიდან და ეკოლოგიური ნიშიდან გამოყოფილი ანტაგონისტ მიკროორგანიზმთა მნიშვნელოვანი ჯგუფები. დავადგინოთ მათ სახეობრივი შემადგენლობა, მოქმედების სპექტრი და თავისებურება კარტოფილის ბაქტერიული დაავადებების გამომწვევთა წინააღმდეგ.

მოსალოდნელი შედეგები

მოცემული პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდება პირველად საქართველოში გავრცელებული კარტოფილის ბაქტერიული დაავადებების გამომწვევთა (Pectobacterium spp., Dickeya spp., Ralstonia solanacearum) პოპულაციების წინააღმდეგ მაღალი აქტივობით გამორჩეული ანტაგონისტური მიკროორგანიზმათა მნიშვნელოვანი სახეობების გამოყოფა, იდენტიფიკაცია, გამრავლება და მათი გავრცელების ბუნებრივი წყაროების დადგენა. წარმოდგენილი კვლევა პირველად განხორციელდება საქართველოში და კვლევის შედეგები სამეცნიერო სიახლის შემცველი იქნება.

ფუნდამეტური კვლევის თვალსაზრისით პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული იქნება ახალი ინფორმაცია ფიტოპათოგენების მიმართ ანტაგონისტ მიკროორგანიზმთა შესახებ, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მცენარეთა დაცვის სფეროში მოღვაწე პირთათვის, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციასაც შეიძენს აგრარული და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტების სწავლების პროცესში. მნიშვნელოვანია რომ, ახალგაზრდა მკვლევარი შეიძენს ახალ ცოდნას და უნარებს ანტაგონისტური ბაქტერიათა დიაგნოსტირების ახალი ტექნოლოგიების შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC)/ლუგარის გენომის ცენტრში ტრენინგ-სწავლების დროს. პროექტს სამეცნიერო ღირებულებას სძენს კვლევითი ვიზიტი ნიდერლანდების ვაგენინგენის კვლევით უნივერსიტეტში, რომლის დროსაც ახალგაზრდა მკვლევარი გაეცნობა და გაიზიარებს ანტაგონისტური მიკროორგანიზმების კვლევის სხვადსხვა ასპექტებზე მომუშავე მეცნიერთა გამოცდილებას. რაც ხელს შეუწყობს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას მასპინძელი ინსტიტუტისა და ვაგენინგენის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის მეცნიერებს შორის კარტოფილის მეტად სერიოზული ბაქტერიული დაავადების წინააღმდეგ ეფექტური ეკომეგობრული აგენტების შესწავლის მიზნით ერთობლივი კვლევის განსახორციელებლად

კვლევას გააჩნია პრაქტიკული ღირებულება, რადგან აქტიური ანტაგონისტების ჯგუფები შესაძლოა შემდგომში გახდეს ეფექტური და უსაფრთხო ბიოპრეპარატის შექმნის საწინდარი, რაც საბოლოო ჯამში, განაპირობებს მცენარეთა დაცვას, მოსავლის ზრდას, მაღალხარისხოვანი პროდუქტის მიღებას და ასევე, ნიადაგის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა