სამეცნიერო კვლევები

რუმინული ჟურნალი „Journal of Urban Anthropology“ თავაზობს ბსუ-ს აკადემიურ და სამეცნიერო პირებს ჟურნალში სამეცნიერო სტატიის განთავსებას

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბუქარესტის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში რუმინული ჟურნალი „Journal of Urban Anthropology“, რომლის მიმდინარე ნომერი ეძღვნება კავკასიას, სთავაზობს ბსუ-ს აკადემიურ და სამეცნიერო პირებს ჟურნალში სამეცნიერო სტატიის განთავსებას.აბსტრაქტის (დაახლოებით 300 სიტყვა) წარდგენის ვადა 2024 წლის 1 აპრილამდე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე antropologie@muzeulbucurestiului.ro. სრული ნაშრომები უნდა იყოს წარდგენილი 2024 წლის 1 ივნისამდე.

 

 

 

სამეცნიერო სტატიის თემა:

1. იდენტობა და ეთნიკური და ენობრივი მრავალფეროვნება;

2. ურბანული ანთროპოლოგია. ურბანიზმი და თანამედროვე არქიტექტურა საქართველოში, კავკასიის ქალაქები.

3. ლიტერატურული ანთროპოლოგია. ლიტერატურა და თეატრი დღეს.

4. ეთნოლოგია. არქაული და თანამედროვე სოციალური პრაქტიკა.

5. ტრადიციული ხელოვნება და მატერიალური კულტურა.

6. თანამედროვეობის გავლენა.

7. იუნესკოს მემკვიდრეობა კავკასიის ქვეყნებში.

 

მიღების შესახებ დასტური  2024 წლის 1 მაისამდე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.

 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა