სამეცნიერო პროექტის დასახელება: აჭარის რეგიონში მანდარინის ნარგაობით დაკავებული ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლება ბიოპრეპარატების გამოყენებით
გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ნუნუ კუტალაძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:
ზურაბ მიქელაზე, სოფიო პაპუნიძე,იამზე ჩხარტიშვილი, ნინო სეიდიშვილი, დოდო აბულაძე, თამარ გოგოლიშვილი, ციალა ბოლქვაძე, სტუდენტი მარიამ ბერიძე
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 01.04.2024 - 15.12.2025
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: პროექტის მიზანია აჭარის ზღვისპირა ზონის დაბალნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაყოფიერების ამაღლების მიზნით ეკოლოგიურად უსაფრთხო ბიო პრეპარატების მინერალურ სასუქებთან ერთად ნიადაგში შეტანა ციტრუსების პლანტაციაში და შედეგებზე დაყრდნობით მეცნიერულად დასაბუთებული ისეთი მაღალეფექტური ტექნოლოგიების და რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც იქნება ადგილობრივი და მომიჯნავე რეგიონების ფერმერთა სახელმძღვანელო თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთებზე ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდისა. რეკომენდაციების საფუძველზე ფერმერები მიიღებენ ციტრუსების მაღალ და ხარისხიან მოსავალს.
აქტუალობა გამოიხატება იმაში, რომ აჭარის ზღვისპირა ზონის ნიადაგებზე მიზნობრივად და პირველად ციტრუსების პლანტაციაში მინდვრის ცდების საფუძველზე შეირჩევა ეკოლოგიურად სუფთა ახალი პრეპარატები მინერალურ სასუქებთან ერთად. დადგინდება მათი ნორმები და დოზები, შეგვიძლია თამამად ვთქვათ,რომ პირველად ხდება ბიოპრეპარატების (“გაუფსინი,“ „ბაქტოფერტი, „ტროხიდერმინი’’ „ბიტოქსი ბიცილინი“) ეფექტიანობის კომპლექსური გამოყენება აჭარის ზღვისპირა ზოლის ნიადაგებზე, ციტრუსების პლანტაციაში. ასეთი კვლევები ლიტერატურულ მონაცემებში არ გვხდება. ადგილობრივი ფერმერებისათვის უცნობია ამ პრეპარატების გამოყენების მეთოდები, ვადები და ნორმები. შესწავლილი იქნება ჩვენს მიერ შერჩეული პრეპარატების ეფექტიანობის მაჩვენებლები, მათი გავლენა ნიადაგის ნაყოფიერებაზე, მოსავლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, ნაყოფის შენახვის უნარიანობაზე, მავნებელ დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. აგრეთვე მინერალური სასუქების ნახევარი დოზით გამოყენებასთან ერთად გამოყენებული ბიო სასუქები საკმაოდ ამცირებს მინერალური სასუქების შესყიდვის ფასებს ,რაც ეკონომიურად მომგებიანია. კვლევის შედეგად შერჩეული პრეპარატები (სასუქები) საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ ნიადაგების ნაყოფიერება, დავიცვათ მცენარეები დაავადებებისაგან, გავზარდოთ ნაყოფების შენახვის უნარიანობა, მოსავლიანობა და ხარისხი. ჩვენს მიერ ჩატარებული ექპერიმენტების შედეგების საფუშველზე შევიმუშავებთ ახალ ინტენსიური ტექნოლოგიებს, მეცნიერულად დასაბუთებულ რეკომენდაციებსს, რომლითაც ისარგებლებენ ადგილობრივი და მეზობელი რეგიონის ფერმერები.
ამოცანების მიხედვით დაგეგმილია, საცდელი ნაკვეთის შერჩევა. შერჩეულ საცდელ ნაკვეთებზე ნიადაგისა და მცენარის ნიმუშების აღება და აგროქიმიური და ბიოქიმიური კვლევების ჩატარება სასუქების შეტანამდე და შეტანის შემდეგ. ციტრუსების ქვეშ არსებულ საცდელ ნაკვეთებში შემუშავებული მეთოდების შესაბამისად, ცდები დაყენებული იქნება საერთოდ მიღებული მეთოდით (შ.თ. ჭანიშვილი). ცდები იქნება 2 წლიანი 7 ვარიანტიანი ფერმერთა ნაკვეთებზე აღებული ნიადაგებზე და კომპოზიციებზე. მოხდება დაკვირვება მათ ზრდა განვითარებაზე მთელი ვეგეტაციის ფარგლებში. აღირიცხება მანდარინის მოსავლის რაოდენობა და ხარისხი ექსპერიმენტების 1-ელ წელს.
საცდელი ნაკვეთის აგროქიმიური დახასიათება ცდის დაყენებიდან ერთი წლის შემდეგ. ისევ განმეორდება ცდის ვარიანტები მეორე წელს; ციტრუსების პლანტაციაში ეკოლოგიურად სუთა სასუქების შეტანა დაკვირვებების წარმოება ვეგეტაციის პერიოდში, მანდარინის მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის გამოკვლევა , მანდარინის შენახვის უნარიანობის დადგენა და მავნებელ დაავადებათა გაუვნებლობა ექსპერიმენტის მეორე წელს და შედარება პირველი წლის მოსავალთან. მოხდება საცდელი ნაკვეთის დემონსტრირება, ექსპერიმენტალური მონაცემთა ბაზის შეგროვება გაანალიზება და შედეგების საფუძველზე რეკომენდაცია დასკვნების შემუშავება.
გამოყენებული მეთოდოლოგია სრულად შეესაბამება ნიადაგის, სასუქის, მცენარის ნედლეულის კვლევის თანამედროვე მიდგომებს, მიღებული შედეგები კი სრულად დააკმაყოფილებს მაღალი რეიტინგის მქონე გამოცემების მოთხოვნებს, რაც ბუნებრივია საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ ჩვენი მიზანი, გამოვაქვეყნოთ სტატიები მაღალრეიტინგულ გამოცემებში და რაც მთავარია ექსპერიმენტის შემდეგ გვექნება საშუალება შევიმუშავოთ რეკომენდაციები და მივაწოდოთ ადგილობრივ და მომიჯნავე რეგიონების ფერმერებს.
ანალიზები ჩატარდება შემდეგი კვლევის მეთოდებით:
ნიადაგის ნიმუშის აღება -გოსტ28168-99, ნიადაგის ნიმუშის მომზადება საანალიზოდ (გაშრობა, გასუფთავება მინარევებისაგან, 1და0.25მმ-იან საც.გატარება)-გოსტ 26583-85.ჰიგროსკოპიული წყალი-გოსტ28268-89 წონითი, თერმოსტატური, PH-წყლს და KCI-ის გამონაწურში -პეაშმეტრით ,გოსტ26483-85 პოტენციომეტრული. საერთო ჰუმუსი %-ტიურინის გოსტ26213-91 ტიტრაცია, საერთო აზოტი %-ში-კელდალის მიკრო ქრომის-ტიტრული გოსტ 2017-84 მცენარისათვის შესათვისებელი ფოსფორი მგ/100გ-ზე- ონიანის მეთოდით გოსტ 26205-91 ფიტომეტრია. მცენარისათვის შესათვისებელი კალიუმი მგ/100გ-ზე-აპარატი SOIL TEST-500 და პეივეს-კლასიკური პეივეს, ფიტომეტრია გოსტ2609-91. ჰიდროლიზური აზოტი მგ/კგ ტიურინისა და კონანოვას გოსტ 26213-84, შთანთქმული ფუძეების ჯამი% კაპენი გოსტ 27821-88 ტიტრაცია. საერთო აზოტი(მცენარეში)% კელდალი გოსტ 26107-84 საერთო კალიუმი მცენარეში % სველი დანაცვრა გოსტ 20851-3-93, საერთო ფოსფორი%-სველი დანაცვრა გოსტ 26261-84. ასევე პლაზმურ ატომურ ემისიური სპექტროფოტომეტრის გამოყენებით(ICPE-9820).
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები
წარმოდგენილი პროექტის განსახორციელებლად დასახელებულ რაიონებში არსებობს ყველა პირობა, კერძოდ, ფერმერთა დაინტერესება, რეალიზატორ-ბიზნესმენთა მოთხოვნილება, პროდუქციის წარმოების ნიადაგურ-კლიმატური პირობები, საბაზრო მოთხოვნილება. ახალი, ჩვენ მიერ შემუშავებული და თანამედროვე ტექნოლოგიებით, ჩვენ მიერ შერჩეული ეკოლოგიურად სუფთა სასუქების და პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, მოხდება ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების და მეთოდოლოგიის შემუშავება. აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე, ფერმერი მიიღებს მცენარეთა განოყიერების, სასუქების გამოყენების ოპტიმალურ გეგმას, რომლის განხორციელება უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის მნიშვნელოვან გადიდებას, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებით, ნიადაგში საკვები ელემენტების შემცველობის ბალანსირებას.
შავი ზღვის პირეთის წითელმიწა ნიადაგებზე აღნიშნული პრეპარატაბის გამოყენება არ არის შესწავლილი. ჩვენ მიერ აღნიშნული პრეპარატების ეფექტურობა შესწავლილია აღნიშნულ ზონაში მხოლოდ მერიის ტიპის ნიადაგებზე. მიღებული სამეცნიერო შედეგები ღირებული იქნება შავის ზღვისპირა ზონაში მცხოვრები ფერმერებისათვის, აგრეთვე ეს შედეგები შესძლებელია გამიყენებული იქნას სხვა მსგავსი ნიადაგებისათვის.მიღებული შედეგები სრულად დააკმაყოფილებს მაღალი რანგის პუბლიკაციების მოთხოვნებს, რაც საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, გამოვაქვეყნოთ სტატიები მაღალ რეიტინგულ გამოცემებში.
პროექტის დამთავრების შედეგად შემუშავებულ ნორმატიული დოკუმენტაციის, რეკომენდაციების და მეთოდური მითითებების საფუძველზე შესაძლებელი გახდება ფერმერულ მეურნეობებში მოსავალი გაიზრდოს მინიმუმ 2-4-ჯერ, რაც პირდაპირ აისახება ფერმერული მეურნეობებისა და კომლების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საერთო ჯამში ჩვენი წინასწარი გათვლებით აჭარის ზღვისპირა ზოლის ფერმერების შემოსავლები გაიზრდება რამდენიმე ათეული მილიონით. მოხდება სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნება რეფერირებად ციტირებად ჟურნალებში, დაიწერება მონოგრაფია „მანდარინის წარმოება გადამუშავების ტექნოლოგიებია“, მომზადდება საკონფერენციო მასალები, პრეზენტაცია, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებზე ჩართულობა.
ვსრულყოფთ ლაბორატორიას, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ კვლევათა მრავალფეროვნება, გაცილებით მაღალი სანდოობით მოვახდინოთ ანალიზური კვლევები, რითაც შესაძლებელი გახდება ნიადაგის, მცენარის ნედლეულის სასუქის და მიღებული პროდუქციის სრულფასოვანი კვლევები.
პროექტის მდგრადობა უმეტესწილად დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. თუმცა პროექტი სრულ შესაბამისობაშია უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების სტრატეგიასთან. მიღებული შედეგების საფუძველზე აეწყობა სადემონსტრაციო ლაბორატორიული სტენდები. მოხდება სტენდის დემონსტრირება დარგის სტუდენტებისათვის, აგრეთვე მოწვეული იქნებიან დარგის პრაქტიკოსები და ბიზნესის წარმომადგენლები ტექნოლოგიებისა
უკან |