სამეცნიერო კვლევები

„სოფლად კერძო საკარმიდამოზე ტურიზმის ბიზნესის ინტენსიური და მდგრადი განვითარების ორგანზაციულ-ეკონომიკური მექნიზმების/ალგორითმების შემუშავება რეგიონალურ დონეზე მთიანი აჭარის სოფლების მაგალითზე“

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი ირაკლი კორძაია

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:

  1. ირაკლი კორძაია - ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
  2. თეიმურაზ აბესაძეტურიზმის ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი
  3. როსტომ ბერიძე - ტურიზმის ფაკულტეტის  პროფესორი
  4. პაატა  ჩაგანავა - ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორი  
  5. მერაბ დიასამიძე - ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  
  6. ნარგიზ ფალავანდიშვილი - ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი  
  7. ანზორ დევაძე - ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორი  
  8. ცირა ცეცხლაძე - ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი  
  9. ნათია ბერიძე - ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი  
  10. თამარ ბერიძე - ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი  
  11. მამუკა გოგელია - ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი  
  12. ნინო დევაძე - ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი  
  13. ბაჩანა შელია - ტურიზმის ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი  
  14. მეგი ვაჩიბერიძე - ტურიზმის ფაკულტეტის მაგისტრანტი - დამხმარე პერსონალი
  15. ეკა შუბლაძე - ტურიზმის ფაკულტეტის მაგისტრანტი - დამხმარე პერსონალი
  16. ქეთი მიქელაძე - ტურიზმის ფაკულტეტის მაგისტრანტი - დამხმარე პერსონალი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  15.04.2024 - 15.12.2025

პროექტის მიზანიამოცანები და აქტუალობა:

კვლევის მიზნები:

1. ადგილობრივი პირობებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მთიანი აჭარის სოფლად კერძო საკარმიდამოზე ტურისტული ბიზნესის მდგრადი და ინტენსიური განვითარებისათვის აქტუალური მიმართულებები დადგენა წონიარისის თემის მაგალითზე.

2. ზემოთ აღნიშნული შემუშავებული თეორიული დებულებების პრაქტიკული განხორციელებისთვის სოფლად კერძო საკარმიდამოზე საჭირო რესურსების გამოვლენა.

3. სოფლად კერძო საკარმიდამოზე ტურისტული ბიზნესის მდგრადი და ინტენსიური განვითარებისათვის შემუშავებული მოდელის პრაქტიკული დანერგვის მიზანშეწონილობის  ეკონომიკური დასაბუთება.

4. თემი წონიარისის მაგალითზე სამეცნიერო კვლევების მეთოდოლოგიის შემუშავება, რომელიც იქნება სოფლად კერძო საკარმიდამოზე ტურისტული ბიზნესის მდგრადი და ინტენსიური განვითარების ძირითადი წინაპირობა.

კვლევის ამოცანები:

  1. სოფლად კერძო საკარმიდამოს პირობებში ტურიზმის ბიზნესის აქტუალური პერსპექტიული მიმართულებების დანერგვის საერთაშორისო გამოცდილების შეწავლა და შეფასება. 
  2. არსებული ბუნებრივი, კულტურული, ისტორიული, ადამიანური, მატერიალური, ფინანსური და სხვა აქტუალური რესურსების შეფასება კვლევისათვის შერჩეულ აჭარის სოფლებში. 
  3. კერძო საკარმიდამოზე დაფუძნებული სოფლად ტურიზმის ბიზნესის განვითარების  აქტუალური მოდელების/ალგორითმების დანერგვის მიზანშეწონილობის  დასაბუთება   
  4. სოფლად კერძო  საკარმიდამოზე  დაფუძნებული ტურიზმის ბიზნესისთვის აქტუალური ტურისტული პროდუქტების შექმნისათვის  საჭირო რესურსების დადგენა 
  5. სოფლად კერძო  საკარმიდამოზე დაფუძნებული ტურიზმის ბიზნესის ინტენსიური და მდგრადი განვითარების საკანონმდებლო რეგულირების საფუძვლების დადგენა აჭარის პირობებში. 
  6. სოფლად ტურიზმის ბიზნესის ინტენსიური და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი პრინციპების პრაქტიკული განხორციელებისათვის რეკომენდაციები შემუშავება.     
  7. სამეცნიერო ნაშრომებისა და სასწავლო მეთოდური მასალების შემუშავება, სამეცნ.კვლ.შედეგების მონოგრფიის მომზადება, სოფლად ტურ ბიზნესის ორგანიზებისა და მართვის სასწავლო ლაბორატორიის აღჭურვა                                                                  

კვლევის აქტუალურობა:

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში აჭარის სოფლებში უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური  ცვლილებების მთავარი მიზეზი სოფლად წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის შემცირება გახლდათ, რასაც შედეგად წარმოების მოცულობის შემცირება, სამუშაო ადგილების დაკარგვა და მოსახლეობის მიგრაცია მოჰყვა. არსებული მდგომარების გამოსწორებას სოფლად ტურიზმის განვითარება უზრუნველყოფს, რომლის მთავარი მიზანი უნდა იყოს ისეთი მჭიდრო დასახლებების, მაცხოვრებელთა აქტიური დასვენება და გაჯანსაღება, როგორიცაა ქ. ბათუმი. ასევე სოფლის მაცხოვრებელთა კულტურის, ტრადიციების, ცხოვრების წესისა და მოღვაწეობის გაცნობა. ეს ბოლო მიზანი განსაკუთრებით აკმაყოფილებს უცხოელი ტურისტების მოთხოვნილებებს.

აქტიური დასვენება და ჯანმრთელობის გაჯანსაღება განსკუთრებით აქტუალურია, მას შემდეგ რაც 2018 წელს ჩატარებული  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, აჭარაში ჰაერის დაბინძურების გამო სისხლში ტყვიის შემცველობა ბავშვებში 85% აღმოჩნდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაბინძურებული ჰაერი, აღიარა მსხვილი დასახლებების დაავადებათა ძირითად მიზეზად და მოსახლეობას წლის განმავლობაში 3-4 თვით ქალაქგარეთ სოფლად ყოფნაზე მოუწოდა. მაშასადამე ქალაქის მოსახლეობაში დასვენების ასეთი ტრადიციის ჩამოყალიბება გადაუდებელი ამოცანად მიგვაჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ აჭარის სოფლებში მცირე რაოდენობის  კერძო საკარმიდამოზე არსებობს ტურისტული საქონლისა და მომსახურების შეთავაზება, ის ხასიათდება დაბალი ხარისხით და უმრავლეს შემთხვევაში ხელს ვერ უწყობს ქალაქის მაცხოვრებელთა აქტიურ დასვენებას და გაჯანსაღებას. ამის ძირითადი  მიზეზი სოფლად ტურისტული საქონლისა და მომსახურების წარმოების ცოდნისა და შესაბამისი კომპეტენციების დეფიციტია.  ასევე არ არსებობს შიდა და გარე ტურისტულ ბაზრებზე სოფლად წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე რეალური მოთხოვნილებისა და მოთხოვნის  შესახებ  სრულყოფილი ინფორმაცია.

ტურიზმის ფაკულტეტზე 2016-2019 წლებში ჩატარებულმა კვლევამ აჭარის სოფლად ტურისტული საქონლისა და მომსახურების პოტენციური ბაზრების შესახებ ცხადყო, რომ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი რესპოდენტების 70%-ზე მეტი ამჯობინებს  ყოველკვირეულ რეგულარულად გასვლას ბათუმიდან 40-60 კმ-ის მანძილზე მდებარე სოფლებში. აქედან გამომდინარე მეთოდოლოგიური მიზნისათვის ვირჩევთ თემ წონიარისს, რომელიც შეესაბამება რესპოდენტთა მოთხოვნებს.

სიახლე - მსგავსი კვლევა და  პროექტი საქართველოში არ განხორციელებულა, ამიტომ თავად პროექტი სიახლეს წარმოადგენს. შესაბამისად სიახლეა  კვლევის შედეგები,  რომელიც სოფლად ტურიზმის ბიზნესის მდგრადი და ინტენსიური განვითარების  სახელმწიფო სტრატეგიის, პოლიტიკისა და რეგულირების ხელშეწყობის პროგრამის მეთოდოლოგიის სახით შემუშავდება.

პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე აიგება სოფლად ტურიზმის ბიზნესის აქტუალური პროდუქტების მოდელები/ალგორითმები, რაც საშუალებას მისცემს როგორც ხელისუფლებას, ისე მოსახლეობას მოაწესრიგოს და განავითაროს ტურისტული ბიზნესი სოფლად კერძო საკარმიდამოზე. ეს ხელს შეუწყობს ალტერნატიული ნიშური ტურისტული პროდუქტების შექმნას, მათ სტანდარტიზაციას და ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას. ამ შემთხვევაში როგორც შიდა, ასევე საგარეო ბაზრის წარმომადგენლებს მიეცემათ ფართო შესაძლებლობა, აირჩიოს სოფლად ტურიზმის ბიზნესის ალტერნატიული პროდუქტები, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას.

სოფლად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების მსგავსმა  მიდგომამ 1980 წელს ესპანეთში პირველი 5 წლის განმავლობაში ხელი შეუწყო სოფლად 8 000 ახალი,  მაღალი ხარისხის  საწოლი ადგილის  შექმნას ტურისტთათვის. ესპანეთის სანაპიროზე 3 თვიანმა ტურისტულმა ნაკადებმა გადაინაცვლა ქვეყნის შიდა რეგიონებში და ტურისტული სეზონი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა. მრავალი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება არა ერთი უცხო ქვეყნის გამოცდილებიდან, როგორიცაა ფინეთი, ირლანდია, ავსტრია, შვეიცარია, ბელორუსია, ახალი ზელანდია და ა.შ.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

  1. პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება აჭარის სოფლების მაცხოვრებელთათვის სოფლად კერძო საკარმიდამოზე ტურიზმის ბიზნესის დაარსებისა და განვითარების შესახებ.
  2. სოფლად ტურიზმის ბიზნესის ინტენსიური მდგრადი განვითარების სახელმწიფო რეგულირების თეორიული საფუძვლებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება ადგილობრივ დონეზე (შესაძლოა რეგიონული).
  3. აჭარის სოფლებში ბათუმელებისთვის რეგულარული აქტიური დასვენების მდგრადი ტრადიციის ფორმირების ხელშეწყობა.
  4. საერთაშორისო ტურისტული ნაკადების ზრდის ხელშეწყობა მთიანი აჭარის სოფლებში.
  5. სასწავლო მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს მომზადება და გამოცემა
  6. კვლევითი მუშაობის შედეგების საფუძველზე სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება
  7. საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების მომზადება. 
  8.  სოფლად ტურიზმის ბიზნესის სასწავლო ლაბორატორიის აღჭურვა.
  9. პროექტში ჩართული აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება.
  10. აჭარის სოფლებში წარმოებული ტურისტული საქონლისა და მომსახურების სტანდარტიზაცია და ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
  11. აჭარის სოფლებში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის გაზრდის ხელშეწყობა
  12. აჭარის სოფლების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა.
  13.  სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.
  14. მთიანი აჭარის როგორც მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილის  პოპულარიზაცია.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა