სამეცნიერო პროექტის სახელწოდება - სტევიის (Stevia rebaudiana Bertoni) გაშენების, მოვლა-მოყვანის, გადამუშავების და მის ბაზაზე დაბალკალორიული დამატკბობლებისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშნულების კვების პროდუქტების ახალი ტექნოლოგიების შესწავლა, შემუშავება, აპრობაცია
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ნანა ზარნაძე
სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა -2009- 2011 წწ.
სამეცნიერო პროექტის მიზანი - საქართველოში ინტროდუცირებული სტევიის გაშენების, მოვლა-მოყვანის, გადამუშავების და მის ბაზაზე ნატურალური დაბალკალორიული დამატკბობლების და სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშნულების კვების პროდუქტების მაღალეფექტური ტექნოლოგიების შემუშავება და აპრობაცია.
სტევიის გაშენების ოპტიმალური პირობების შემუშავების მიზნით მნიშვნელოვანია კვლევა სტევიის ახალი ფორმების და ჯიშების გამოყვანაზე ბუნებრივი გადარჩევის გზით, აღმოცენების უნარის მქონე თესლების მიღებით. თესლით გამრავლებაზე საზღვარგარეთის კვლევები მწირია. უკრაინაში ამ მიზნით გამოყენებული იქნა 12 სთ-იანი ფოტოპერიოდი, რომელიც უზრუნველყოფს მცენარის ვეგეტატიურ ზრდასა და ყვავილობას. აღნიშნული მეთოდი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სელექციურ მუშაობაში.
დახვეწას მოითხოვს სტევიის ნედლეულისაგან ნატურალური დამატკბობლებისა და სტევიის შემცველი პროდუქტების გადამუშავების ცალკეული რეჟიმები და პარამეტრები.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე პროექტი ითვალისწინებს ბალახოვანი მცენარის-სტევიის გაშენების, მოვლა-მოყვანის, გადამუშავების და მის ბაზაზე დაბალკალორიული დამატკბობლებისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური კვების პროდუქტების მაღალეფექტური ტექნოლოგიების შემუშავება-აპრობაციას.
სტევიის გაშენებისა და მოვლა-მოყვანის აგრობილოგიური ტექნოლოგიების სიახლეა ის, რომ შერჩეული, გამოკვლეული და გამოცდილი იქნება სტევიის მცენარის პერსპექტიული ფორმები ახალი სელექციური ჯიშის გამოყვანითა და გენერაციული გამრავლების მეთოდის დადგენით.
დაზუსტებული იქნება სტევიის მცენარის ვეგეტატიური გამრავლების თავისებურება მწვანე დაკალმებით, ნიადაგის, კლიმატური პირობების, საკვები ელემენტებისადმი მოთხოვნილების გათვალისწინებით. შესწავლილი იქნება მცენარის გამრავლების მეთოდი in vitro-სისტემაში საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური პირობების შესაბამისად. მცენარის პროდუქტიულობა, ზრდისა და განვითარების თავისებურებანი, მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშნები გამოკვლეული იქნება სავეგეტაციო და საველე ცდის პირობებში. შესწავლილი იქნება სტევიის მცენარის დაავადებანი და მავნებლები, მათი პროფილაქტიკისა და ბრძოლის ღონისძიებანი. ვეგეტატიური გამრავლების ნისლწარმომქნელ კამერებსა და სასათბურე მეურნეობაში შეისწავლება სტევიის მცენარის წარმოების ტექნოლოგია, მცენარის ფენოლოგია; სხვადასხვა სიხშირე-გაადგილების, კულტივირების და მორწყვის ჯერადობის, რგვის პერიოდების, კვების ცალკეული ელემენტების გავლენა სტევიის მცენარის განვითარებასა და მოსავლიანობაზე.
სამეცნიერო პროექტის შედეგები - პროექტით გათვალისწინებული საკითხები მიეკუთვნება აგრარულ მეცნიერებებს გამოყენებითი ხასიათის ტექნოლოგიით. მეცნიერული თვალსაზრისით პროექტი ითვალისწინებს სტევიის მოვლა-მოყვანის და გადამუშავების ტექნოლოგიების დამუშავებას. თემა კომპლექსურია და იგი ორი ძირითადი საკითხისაგან შედგება. პირველი-სტევიის გაშენება, მოვლა-მოყვანა, მეორე-გადამუშავება და გამოყენება.
აღნიშნული საკითხების კვლევა ურთიერთკავშირშია, რამდენადაც პირველ რიგში გათვალისწინებულია მცენარეული ნედლეულის აგრობიოლოგიური კვლევა, ნედლეულის გაშენების, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიის შემუშავება, მის ბაზაზე მტკიცე სანედლეულო ბაზის შექმნა, რომელიც საფუძვლად დაედება ნედლეულის გადამუშავების და გამოყენების ტექნოლოგიური პროცესების და პარამეტრების კვლევა-შემუშავებას.
შემუშავდა სტევიის გამრავლების, გაშენების, მოვლა-მოყვანის და ექსპლოატაციის პროგრესული ტექნოლოგიები, მცენარის მავნებლები და დაავადებანი, მათთან ბრძოლის ღონისძიებანი, მცენარის გადაზამთრების პირობები. სტევიის ნედლეულში შესწავლილი
იქნა ძირითადი ქიმიური მაჩვენებლები რომლებიც განაპირობებენ ნედლეულის
ტექნოლოგიურ პოტენციალს. შემუშავდა ტექნოლოგიური რეცეპტურები, ინსტრუქციები
და სტანდარტი სტევიის ფოთლებისაგან დამზადდა ნატურალური პროდუქტები.
სტევიის მოვლა-მოყვანის უნიკალობა ისაა, რომ სტევია განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ქვეყანაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს შორის, ხოლო სტევიის ნედლეულისა და სტევიათი გამდიდრებული პროდუქტების ტექნოლოგიების უნიკალობა ისაა, რომ ბაზარს-მომხმარებელს შეიძლება მივაწოდოთ, როგორც სუფთა სტევია, ასევე სტევიის შემცველი სამკურნალო-პროფილაქტიკური კვების პროდუქტების ფართო ასორტიმენტი.
სტევიის ბაზაზე დამზადებულ დაბალკალორიულ დამატკბობლებს მომხმარებელი გამოიყენებს როგორც შაქრის ბუნებრივ შემცვლელს პროდუქტების დასატკბობად, მათ შორის სპეცდანიშნულების მიზნით, ხოლო რაც შეეხება სამკურნალო-პროფილაქტიკურ პროდუქტებს, ისინი გათვალისწინებულია დიაბეტით, გულსისხლძარღვთა და ნივთიერებათა ცვლის სხვა დაავადების მქონე პირთათვის.
სტევიის ბაზაზე დამზადებული კვების პროდუქტების სავარაუდო მომხმარებელია ქვეყნის მოსახლეობა. განხორციელდა აგრეთვე ექსპორტი სხვა ქვეყნებში (უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, გერმანია, ავსტრია და სხვ.).
სტევიის როგორც ნატურალური დამატკბობლის და მის ბაზაზე სხვადასხვა სახის კვების პროდუქტების წარმოება უზრუნველყოფს რიგი აქტუალური პრობლემების გადაწყვეტას, მათ შორის:
სასურსათოს (სხვადასხვა სახის ნატურალური დამატკბობელისა და მათი დამატებით კვების პროდუქტების ფართო ასორტიმენტის წარმოება);
სოციალურის (დიაბეტური, გულსისხლძარღვთა და ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული სხვა დაავადებების პროფილაქტიკა);
ეკონომიკურის (შაქრის შესყიდვის, ტრანსპორტირების და რეალიზაციის დანახარჯის შემცირება).
პროექტით დამუშავებული სტევიის გაშენების და მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია ძირითადად გამოყენებული იქნა დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკულ რაიონებში.
უკან |