სამეცნიერო პროექტი - ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტი ინოვაციური ეკონომიკის ფორმირება საქართველოში ევროინტეგრაციის პირობებში (პრობლემები, გამოწვევები, პერსპექტივები)
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ბადრი გეჩბაია
სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა -2016-2018 წწ.
სამეცნიერო პროექტის მიზანი - კვლევის მიზანია შეიმუშაოს საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების მოდელი, რომლის რეალიზაციაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გადასვლას ინოვაციური განვითარების გზაზე, როგორც ევროკავშირის მოთხოვნათა და გამოცდილების გათვალისწინებით, ისე საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული ეროვნული სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის შექმნისა და განვითარების საფუძველზე.
კვლევის სიახლე - ევროკავშირისა და საქართველოს საი¬ნოვაციო პოლიტიკის, ინოვაციური სისტემის, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ინო¬ვაციური საქმიანობის გამოცდილების შედარებითი ანალიზის საფუძველზე და საკუთარ კვლევებზე ორიენტირებული, სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის შექმნის გათვალისწინებით, აგებული იქნება საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების მოდელი და შემუშავდება მისი რეალიზაციის ღონისძიებათა სისტემა. განისაზღვრება ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროკავშირში ქვეყნის შესვლის პერსპექტივები.
კვლევის ობიექტი - საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, მათი შესაბამისობა ინოვაციურ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ევროინტეგრაციის პირობებში.
კვლევის მოსალოდნელი შედეგები და სამეცნიერო ღირებულება - მიღწეული იქნება შესაბამისობა ინოვაციურ ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის, რაც დაეხმარება ქვეყანას ევროინტეგრაციით განსაზღვრული მიზნების მიღწევაში.
პროექტით გათვალისწინებული კვლევა მიეკუთვნება ფუნდამენტური კვლევის ტიპს. გამოკვლეული იქნება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კანონზომიერებები და თავისებურებები ევროკავშირის მოთხოვნათა და ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების თეორიულ პრობლემათა გათვალისწინებით. შეფასდება მთლიანად ეკონომიკაში და მის ცალკეულ სფეროებში არსებული მდგომარეობა, გამოვლინდება დადებითი და უარყოფითი მხარეები და შემოთავაზებული იქნება შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს ეკონომიკური (საერთო, დარგობრივი და რეგიონული) პოლიტიკის სრულყოფის მიმართულებით. მომზადდება სატელევიზიო გადაცემა ინოვაციური ეკონომიკის როლზე ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში.
უკან |