პატენტი - ჩინური აქტინიდიის (Actinidiachinensis) ნერგების გამოზრდის ხერხი
პატენტის სარეგისრაციო ნომერი – P 4921
პატენტის მფლობელები - დავით ბარათაშვილი, ნელი ხალვაში
პატენტის გამცემი ორგანო - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტი
პატენტის გაცემის თარიღი - 30. 03. 2009 წ.
ჩინური აქტინიდიის კალმით გამრავლების დღეისათვის პრაქტიკაში მიღებული მეთოდი ითვალისწინებს მწვანე ან ერთწლიანი გამერქნებული ყლორტებიდან დამზადებული კალმების და კალმებას დამზადების¬თანავე. თუ ამისათვის გამოყენებული იქნება მარტივი ტიპის სათბური, სტანდარტული სარგავი მასალის მისაღებად საკმარისია - ერთი წელი, ხოლო სათბურის გარეშე _ ორი წელი. მთავარი სიძნელე, რომელიც ჩინური აქტინიდიის კალმით გამრავლების აღნიშნულ მეთოდს ახლავს ეს არის კალმების და ფესვიანების დაბალი პროცენტი (30-40%).
ჩინური აქტინიდიის სარგავი მასალის გამოყვანის ჩვენს მიერ შემოთავაზებული ახალი ტექნოლოგიის (მეთოდის) არსი და მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში: დღეისათვის არსებულ ტექნოლოგიასთან შედარებით კალმების და ფესვიანების პროცენტი ჩვენს მიერ შემოთავაზებული მე¬თო¬დის გამოყენებისას შეადგენს 95-100%-ს (ნაცვ¬ლად 30-40%-ისა) და ერთი ნერგის თვითღირებულება არაღემატება ერთ ლარს (ნაცვ¬ლად 2,5-3 ლარისა).
უკან |