სამეცნიერო კვლევები

ფერთა სიბრმავის, როგორც გენეტიკური დაავადების რაოდენობრივ–თვისობრივი ანალიზი ქართულ პოპულაციაში

სამეცნიერო პროექტი - ფერთა სიბრმავის, როგორც გენეტიკური დაავადების რაოდენობრივ–თვისობრივი ანალიზი ქართულ პოპულაციაში

სამეცნიერო პროექტი - მაგისტრანტთა სასწავლო–კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამარჯვებული პროექტი „ფერთა სიბრმავის, როგორც გენეტიკური დაავადების რაოდენობრივ–თვისობრივი ანალიზი ქართულ პოპულაციაში“

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი მარინა ნაგერვაძე

კონსულტანტი - ასოცირებული პროფესორი ლეილა ახვლედიანი

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - თამარ გოგოლიშვილი

პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის განხორციელების ვადა - 2016 წ.

სამეცნიეროპროექტის მიზანი:

• ფერადი სიბრმავის დამემკვიდრების რაოდენობრივ–თვისობრივი მახასიათებლების შესწავლა ქართული პოპულაციის მაგალითზე;
• ანამნეზისა და გენეალოგიური მეთოდის საფუძველზე დაავადების მემკვიდრული ბუნების დადგენა;
• დაავადების რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლების განსაზღვრა; (დაავადების ოჯახური აგრესია, კორკონდანტობა და დისკორდანტობა).
• გენეტიკური თავისებურებების უკეთ შესწავლისათვის პათოლოგიის მქონე ადამიანებისაგან ბიოლოგიური მასალის შეგროვება დნმ ნიმუშების მიღების მიზნით.

სამეცნიერო პროექტის ამოცანები:

• მოსახლეობის ფერადი მხედველობის შესაძლებლობის შეფასება აჭარის რეგიონის მოსახლეობის მაგალითზე;
• მოსახლეობის ფერადი მხედველობის შესაძლებლობის შეფასება გურიის რეგიონის მოსახლეობის მაგალითზე;
• მოსახლეობის ფერადი მხედველობის შესაძლებლობის შეფასება სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის მაგალითზე;
• მოსახლეობის ფერადი მხედველობის შესაძლებლობების შემოწმება იმერეთის რეგიონის მოსახლეობის მაგალითზე;
• ფერთა სიბრმავის დამემკვიდრების თავისებურებების დადგენის მიზნით პათოლოგიის მქონე ადამიანებისაგან საექსპერიმენტო ბიოლოგიური მასალის აღება სისხლის სახით დნმ ნიმუშების შექმნის მიზნით;


სამეცნიერო პროექტის შედეგები -  მომზადდა სამაგისტრო ნაშრომი. მაგისტრანტმა მონაწილეობა მიიღო ორ კონფერენციაში (1. 2016 წლის 26-28 თებერვალი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 75 წლისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია. ბაკურიანი; 2.  მედიკოსთა ტრადიციული 39-ე საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია „თანამედროვე კლინიკური მედიცინა, მიღწევები და უახლესი ტექნოლოგიები“2016. ბაკურიანი.)


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა