სამეცნიერო კვლევები

თამბაქოს მოხმარების გავლენის შესწავლა ცოცხალი ორგანიზმების ზრდა–განვითარებაზე

სამეცნიერო პროექტი - თამბაქოს მოხმარების გავლენის შესწავლა ცოცხალი ორგანიზმების ზრდა–განვითარებაზე

სამეცნიერო პროექტის  შემსრულებელები: ასოცირებული პროფესორი მარინა ნაგერვაძე, ასისტენტი პროფესორი ლილი ჟღენტი, მასწავლებელი სემაილ მიქელაძე

სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა -2014-2015 წწ.

სამეცნიერო პროექტის მიზანი:

• ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის მოხმარების დადებითი და უარყოფითი გავლენის შესწავლა მარცვლოვანი კულტურების ზრდა–განვითარებაზე;
• ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის მოხმარების დადებითი და უარყოფითი გავლენის შესწავლა ცხოველური ორგანიზმების ზრდა– განვითარებაზე;
• კვლევის ელემენტარული უნარ–ჩვევებისა და მიღებული შედეგების ანალიზის უნარის გამომუშავება მოსწავლეებში;
• მოსწავლეების მიერ თამბაქოს მოხმარების უარყოფითი შედეგების გაცნობიერება.

სამეცნიერო პროექტის ამოცანები:

• კვლევისათვის საჭირო მასალების შეგროვება და სამუშაო ჯგუფების მობილიზება;
• პროექტის ლიდერთა ჯგუფის მიერ სკოლის უფროსკლასელთათვის საჯარო–პოპულარული ლექციის წაკითხვა;
• მარცვლოვან მცენარეთა ზრდა განვითარებაზე დაკვირვება ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის მოქმედების ეფექტის შესწავლის მიზნით;
• თევზების ლიფსიტების ზრდა–განვითარებაზე დაკვირვება ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის მოქმედების ეფექტის შესწავლის მიზნით;
• ექსპერიმენტის შედეგების საბოლოო დამუშავება და შესაბამისი ცხრილებისა და დიაგრამების აგება;

სამეცნიერო პროექტის შედეგები -  ჩატარდა მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია –  „ჩვენ ვირჩევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს“ ; ასევე მიღებული შედეგების დემონსტრირება მოსწავლეების მიერ მოხდა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატრებულ მესამე სამეცნიერო კონფერენციაზე „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“ (მაისი, 2015).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა