სამეცნიერო კვლევები

კათოლიკობა და კათოლიკეები საქართველოში XIX-XXI საუკუნეებში (ისტორია, კუ-ლტურა, თანამედროვეობა)

სამეცნიერო პროექტის დასახელება: კათოლიკობა და კათოლიკეები საქართველოში XIX-XXI საუკუნეებში (ისტორია, კულტურა, თანამედროვეობა)

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი კახაბერ სურგულაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:  ასოცირებული პროფესორი ირაკლი ბარამიძე, ასისტენტ პროფესორი ხათუნა დიასამიძე, ისტორიის დოქტორი ტატიანა კოპალეიშვილი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2018-2020

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: პროექტი ითვალისწინებს კათოლიკურ სამყაროსთან საქართველოს ურთიერთობების ისტორიის კვლევას ისტორიულ და კულტურის მეხსიერების ჭრილში.
ევროპული თანამეგობრობისკენ საქართველოს სწრაფვა დღის წესრიგში აყენებს კათოლიკურ სამყაროსთან ურთიერთობების ისტორიის ახლებურ გააზრებას, მის განთავისუფლებას საბჭოური მითებისგან და რეალური სურათის სახით საზოგადოებისთვის მიწოდებას.
საკვლევი თემა განმაზოგადებელი ნაშრომის, ინოვაციების და ისტორიოგრაფიული ხარვეზების შევსების პრინციპზეა აგებული. საკითხის შესწავლა წარმოჩენილია შუა და ახალი ისტორიის საფეხურზე. გაანალიზდება სახელწოდება „კათოლიკე“ და ქართულ რეალობაში არსებული მისი სინონიმები. ყურადღება გამახვილდება VI-XVIII ს-ბის ორმხრივი ურთიერთობების საწყის ისტორიაზე, საქართველოში მოღვაწე კათოლიკური რელიგიური ორდენების საქმიანობაზე და ნაჩვენები იქნება საქართველოს ევროპული ორიენტაციის საკითხები.

პროექტში პირველად აისახება XIX-XXI ს-ბის დასაწყისში კათოლიკურ სამყაროს, ვატიკანს და საქართველოს შორის ურთიერთობების ისტორია; შეისწავლება 1918-1921 წლებში წმ. ტახტთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის ისტორია; გაშუქდება დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაცვაში ქართველ კათოლიკეთა როლი;
სიახლე იქნება საბჭოთა ხელისუფლების წლებში საქართველოვატიკანის ურთიერთობის ისტორიის, კათოლიკურ კონფესიაზე რეპრესიული რეჟიმის კვალის შესწავლა; განისაზღვრება სტამბოლის ქართული კათოლიკური სავანის მნიშვნელო-ბა; ნაჩვენები იქნება ეკონომიკის და კულტურის სფეროში მოღვაწე ქართველ კათო-ლიკეთა ღვაწლი; მოხდება ქართველი კათოლიკეების და მართლმადიდებლების ტრადიციული კულტურების ურთიერთშედარება და შესწავლა; განიმარტება ე.წ. „გაკათოლიკების“ პროცესი და წარმოჩნდება 1992 წელს წმინდა ტახტთან ეკლესიათა შორის დიალოგის დაწყების მნიშვნელობა.

პროექტის შედეგები ქართულ და ინგლისურ ენებზე აისახება მონოგრაფიაში - „კათოლიკობა და კათოლიკეები საქართველოში XIX-XXI საუკუნეებში (ისტორია, კულტურა, თანამედროვეობა)“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა