ბსუ-ს აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია
- გამოცხადდა ღია კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,ბსუ“) ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობების 2018 წლის 17 სექტემბრიდან დასაკავებლად;
- საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2018 წლის 16 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 10 საათიდან 16 საათამდე, ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში (ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, პირველი კორპუსის პირველი სართულზე, N14 ოთახი). მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - bsukonkursi2018@bsu.edu.ge. (ცვლილება: 13.07.2018, N01-08/88 ბრძანებით).
- კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 21 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით;
- საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმები არაუგვიანეს 2018 წლის 26 ივლისისა გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge).
- კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება 2018 წლის 17 სექტემბრიდან წინამდებარე დანართის შესაბამის პუნქტებში აღნიშნული ვადით.
-
კონკურსის ძირითადი პირობებია:
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ კლასიფიკატორის (შემდეგში ,,კლასიფიკატორი“) 2.3, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6 ან 3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;
ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;
გ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს სახელმძღვანელო ან სალექციო კურსი/კურსები; დ) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასისტენტ-პროფესორის/ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
- ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6 ან 3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;
ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;
გ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა;
- ასისტენტის თანამდებობაზე 3 წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორანტი.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საპროცედურო კომისიაში უნდა წარადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო– პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ) ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული განცხადების წარმოდგენამდე 10 დღის ვადაში -ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის;
გ) საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი მიმართულების სილაბუსი (სილაბუსები);
დ) ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით მოთხოვნილი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას - საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის;
ე) დარგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის კონცეფცია აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურისათვის უნდა წარმოადგინოს ასოცირებულმა პროფესორმა, ასისტენტ-პროფესორმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურისათვის, ხოლო ასისტენტმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი;
ვ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4);
თ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (თანდართული ფორმის შესაბამისად შედგენილი);
ი) კონკურსანტის ანკეტა (თანდართული ფორმის შესაბამისად შედგენილი, ამასთან, კონკურსანტის ანკეტაში მითითებული კონკურსანტის ნაშრომების/სტატიის/მოხსენების შესახებ ინფორმაცია, ბსუ-სთან შრომითი გამოცდილების მქონე პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ბსუ-ს რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებული და დამოწმდეს რექტორის მოადგილის მიერ, არაუგვიანეს 2018 წლის 11 ივლისისა).
8. საპროცედურო კომისიას კონკურსანტებმა ასევე უნდა წარუდგინონ:
ა) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა - საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსის (სილაბუსების) შესაბამისი მინიმუმ ერთი სახელმძღვანელოს/სალექციო კურსის/რიდერის ელექტრონული ვერსია (იმ ენაზე, რომელ ენაზეც ტარდება ლექცია) და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის პერიოდში მისი სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (ბსუ-სთან შრომითი გამოცდილების მქონე პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ბსუ-ს რექტორის ბრძანებით განსაზღვრული შეფასების აქტები, ხოლო სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში შრომითი გამოცდილების მქონე პირების მიერ - შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა/აქტი/სხვა დოკუმენტი, კონკურსანტის სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის შეფასების შესახებ (ბსუ-სთან შრომითი ურთიერთობის გამოცდილების მქონე კონკურსანტის ნაშრომი, რომლის სახელმძღვანელოდ აღიარებიდან 5 სასწავლო წელი იწურება 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისში, ექვემდებარება ბსუ-ს საგამომცემლო საქმიანობის მარეგულირებელი წესის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების გავლას);
ბ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კონკურსანტმა - ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა.
9. 65 წელს მიღწეული პირის კონკურში მონაწილეობის შეზღუდვის მოხსნის თაობაზე მიღებული ბსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილების შესაბამისი ინფორმაცია ასახულია ვაკანტური თანამდებობების ჩამონათვალში (კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანების პირველ დანართში).
10. ბსუ-ს წესდების, ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის N3 გადაწყვეტილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის დამტკიცების თაობაზე’’ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილების (მათ შორის კლასიფიკატორის) და ,,2017-2018 სასწავლო წლიდან ბსუ-ს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ბსუ-ს რექტორის ბრძანების გაცნობა შესაძლებელია და კონკურსანტის ანკეტის/კონკურსანტის განცხადების ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდიდან www.bsu.edu.ge (კონკურსების ველში).
ვაკანტური აკადემიური თანამდებობები
კონკურსანტის განცხადების ფორმა
კონკურსანტის ანკეტა
ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალის საქმიანობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ
2018 წლის ზაფხულში ბსუ-ს მოწვეული პერსონალის შეფასების პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი (კოდიფიცირებული, ივნისი 2018)
აფილირების წესი (კოდიფიცირებული, მარტი 2018)
აკადემიური პერსონალის შეფასება - apa.bsu.edu.ge
დელეგირება შრომების დამოწმებაზე
კონკურსისთვის შრომების სიის დამოწმების ფორმა
აფილირება და შრომითი ხელშეკრულება
უკან |