ECEC 2024

რეგისტრაცია, თეზისების, პრეზენტაციების და სტატიის წარდგენა

ვიწვევთ მონაწილეებს ადრეული განათლებისა და ზრუნვის საკითხებზე ზეპირი პრეზენტაციებისთვის თეორიული, ემპირიული და/ან პრაქტიკაზე დაფუძნებული თეზისების წარმოსადგენად შემდეგ თემატურ მიმართულებებზე:

  1. ხელმისაწვდომობა: თანაბარი წვდომა ადრეულ განათლებასა და ზრუნვაზე 0-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვისთვის, განსაკუთრებული ფოკუსით: მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რთულად ხელმისაწვდომ დასახლებებში მცხოვრები ბავშვები, ბავშვები ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებიდან, ბავშვები სოციო-ეკონომიკუად მოწყვლადი ოჯახებიდან, იძულებით გადაადგილებული და ლტოლვილი ბავშვები, ემიგრაციაში მყოფი ბავშვები და ა.შ.
  • პოლიტიკა და მართვა: პოლიტიკა, რეგულაციები, სტრატეგიები და დაფინანსების მექანიზმები, რომლებიც ხელს უწყობენ ან აფერხებენ წვდომას ხარისხიან ადრეულ განათლებასა და ზრუნვაზე კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
  • სერვისის მიწოდება: სერვისის მიწოდების მოდალობა და პარტნიორობა გაუმჯობესებული წვდომის, ჩართვისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად, მათ შორის დივერსიფიცირებული მოდელები, განსაკუთრებული აქცენტით მოწყვლად ან რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებზე.
  • მონიტორინგი და შეფასება: მონიტორინგისა და შეფასების სისტემები პროგრესის გაზომვის და პრობლემების იდენტიფიცირებისთვის, დროული პოლიტიკისა და პროგრამის ინტერვენციებისთვის.
  1. კურიკულუმი: კურიკულუმის შემუშავება/განახლება, განხორციელება და შეფასება ადრეულ განათლებასა და ზრუნვაზე ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად.
  • კურიკულუმის შემუშავება/განახლება: ადგილობრივი და საერთაშორისო პერსპექტივები და პრაქტიკები ინკლუზიის ხელშემწყობი კურიკულუმის შესამუშავებლად.
  • კურიკულუმის დანერგვა: ინკლუზიური მიდგომები და პრაქტიკა, განმავითარებელი და საგანმანათლებლო რესურსები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინდივიდუალურ მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებისათვის, რათა ერთ სასწავლო გარემოში შესაძლებელი იყოს განსხვავებული საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება (მაგ., ინოვაციური და დამხმარე ტექნოლოგიები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის თამაშისა და სწავლისთვის, ორენოვანი საგანმანათლებლო რესურსები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების ჩართვის ხელშეწყობისთვის, სპეციალური მიდგომები ლტოლვილი ბავშვების მხარდასაჭერად და ა.შ.)
  • შეფასება: ინკლუზიური და მრავალფეროვნების ხელშემწყობი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება თითოეული ბავშვის პროგრესის შესაფასებლად და სამომავლო სტრატეგიების დასაგეგმად.
  1. პროფესიული განვითარება: განათლება პროფესიაში შესასვლელად და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის, განსაკუთრებით, კულტურული, ენობრივი მრავალფეროვნების და სხვა ინდივიდუალური განსხვავებების გათვალისწინებისა და მხარდაჭერისთვის.
  • განათლება პროფესიაში შესასვლელად: შესაძლებლობები და გამოწვევები პროფესიაში შესასვლელად პროგრამების შემუშავებისას, რომლებიც მომავალ პედაგოგებს და აღმზრდელებს აღჭურავს სხვადასხვა საჭიროებებზე მორგებული სტრატეგიებითა და პრაქტიკული უნარებით ხარისხიანი ინკლუზიური განათლებისთვის.
  • შემდგომი პროფესიული განვითარება: საგანმანათლებლო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება, რომელიც ორიენტირებულია ინკლუზიური სწავლების პრაქტიკის გაძლიერებაზე.
  • ბილინგვური განათლება: არაქართულენოვან დაწესებულებებში და/ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებთან მომუშავე და მომავალი პროფესიონალების/პედაგოგებისა და აღმზრდელების პროფესიული განვითარება ხარისხიანი ბილინგვური განათლების უზრუნველსაყოფად.
  1. სექტორთაშორისი თანამშრომლობა: სექტორთაშორისი მიდგომების დანერგვა და კოორდინაციის ხელშეწყობა ბავშვების, მშობლებისა და აღმზრდელებისთვის ინტეგრირებული სერვისების უზრუნველსაყოფად განათლების, ჯანმრთელობის, ბავშვყა დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სისტემებში, უწყებათაშორისი კოორდინაციის გასაძლიერებლად როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე.
  • სექტორთაშორისი და ინკლუზიური ადრეული განათლების პოლიტიკის შემუშავების და კოორდინაციის მექანიზმები ეროვნულ დონეზე (არსებული, პერსპექტივები).
  • ბავშვისა და ოჯახის ჰოლისტურ საჭიროებებზე ორიენტირებული ინტეგრირებული, მათ შორის ადრეული ინტერვენციისა და მხარდაჭერის სერვისების განვითარება, სხვადასხვა სექტორს შორის უწყვეტი კოორდინაციით.
  • პედაგოგებს, აღმზრდელებს, მშობლებსა და თემის დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის წახალისება ბავშვის განვითარებისთვის ძლიერი მხარდაჭერის ქსელის შესაქმნელად.
  • მშობელთა მხარდაჭერის პროგრამების შეთავაზება და მშობლებისა და თემის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, მშობლების, პედაგოგებისა და აღმზრდელების მონაწილეობის უზრუნველყოფა მათი შვილის სასწავლო მოგზაურობაში.

თეზისი

კონფერენციის თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 ივნისი, 18:00 (საქართველოს დროით).

კონფერენციის თეზისები უნდა პასუხობდეს კონფერენციის თემებს. 

სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • თეზისის სათაური
  • საკვანძო სიტყვები
  • თეზისი (თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას)

თითოეულ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 2 თეზისი.

თეზისები, რომლებიც მიღებული იქნება კონფერენციაზე წარსადგენად, აღარ დაექვემდებარება ცვლილებას თეზისების წარდგენის ბოლო ვადების შემდგომ.

კონფერენციის სამეცნიერო კომისია განიხილავს და შეარჩევს კონფერენციაზე წარსადგენ თეზისებს და დაუკავშირდება მათ ავტორებს არაუგვიანეს 2024  წლის 30 ივნისის 18:00 საათამდე (საქართველოს დროით).

თეზისის წარმოსადგენად გადადით ბმულზე: რეგისტრაცია

პრეზენტაცია (სავალდებულო)

კონფერენციისთვის შერჩეული თეზისების სრული პრეზენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024  წლის 5 სექტემბერი, 18:00 (საქართველოს დროით). პრეზენტაციები უნდა გაიგზავნოს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში შემდეგ ელფოსტაზე: ecec@bsu.edu.ge

ელფოსტის სახელწოდებაში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს: „გვარი -პრეზენტაცია - კონფერენცია: ადრეული განათლება და ზრუნვა“.

პრეზენტაციის გაგზავნა მითითებულ ვადასა და მისამართზე არის შერჩეული თეზისის ავტორის კონფერენციაში მონაწილეობის  წინაპირობა.

სრული მოხსენება (არჩევითი)

კონფერენციისთვის შერჩეული თეზისების სრული მოხსენების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024  წლის 31 ოქტომბერი,  18:00 (საქართველოს დროით).  სრული მოხსენება უნდა გაიგზავნოს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში შემდეგ ელფოსტაზე: ecec@bsu.edu.ge

ელფოსტის სახელწოდებაში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს: „გვარი - მოხსენება - კონფერენცია: ადრეული განათლებისა და ზრუნვა“.

სრული მოხსენების წარმოდგენა სავალდებულო არ არის. წარმოდგენილი სრული მოხსენებები დაიბეჭდება კონფერენციის კრებულში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა