ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ – 2025. კონფერენცია ეძღვნება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს.
კონფერენცია დაფინანსებულია აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის „კონფერენციის მოწყობა“ ფარგლებში.
კონფერენცია ჩატარდება 2025 წლის 10-11 ოქტომბერს.
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებებია:
-
ციფრული ტრანსფორმაცია და ეკონომიკური განვითარება
-
დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესები
-
გლობალური ეკონომიკის თანმდევი პრობლემები
-
რეგიონული ეკონომიკის პრობლემები
-
ბიზნესის განვითარების პრობლემები
-
ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევები
-
ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემები თანამედროვე პირობებში
-
ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალური მიმართულებები
-
ფინანსური ინოვაციები და მდგრადობა
-
განათლება, ინოვაცია და სამეცნიერო კვლევა მდგრადი განვითარებისთვის
-
გლობალური მიწოდების ჯაჭვები და ლოგისტიკა
-
საგადასახადო პოლიტიკისა და აუდიტის თანამედროვე გამოწვევები