მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად გამოაგზავნონ გაფართოებული აბსტრაქტები ქართულ და ინგლისურ ენებზე. აბსტრაქტების კრებული, როგორც ნაბეჭდი ასევე ელექტრონული სახით დაეგზავნებათ ავტორებს კონფერენციის დასრულების შემდეგ.
მოთხოვნები აბსტრაქტის დიზაინისთვის:
- აბსტრაქტის მოცულობა - მაქსიმუმ 500 სიტყვა
- ველები: ზედა, ქვედა, მარცხენა, მარჯვენა - 2 სმ. აბზაცი 1,25 სმ.
- აბსტრაქტის ძირითადი ტექსტი უნდა იყოს შრიფტით: ქართული ვერსიისათვის Sylfaen, ხოლო ინგლისურ ენაზე მომზადებული აბსტრაქტებისათვის Times New Roman, 12 pt., სტრიქონების ინტერვალი - 1.0.
- პირველ ხაზზე: ავტორის სახელი და გვარი ბოლდი, დახრილი გვერდის ზედა მარჯვენა მხარეს. მომდევნო ხაზზე ჩვეულებრივი შრიფტით შემდეგი თანმიმდევრობით: პირველი ხაზი - სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი; მეორე ხაზი - აკადემიური თანამდებობა სრულად ფაკულტეტის დასახელებით; მესამე ხაზი – დაწესებულების დასახელება; მეოთხე ხაზი - ქალაქი, ქვეყნა.
- ORCID იდენტიფიკატორი - https://orcid.org/
- მომდევნო ხაზზე ქვემოთ უნდა განთავსდეს აბსტრაქტის სათაური, ბოლდი, ცენტრში. ავტორის ელექტრონული ფოსტა;
- «ლიტერატურა»: - ბოლოში, Times New Roman, 12 pt. APA (American Psychological Association (APA) Style).
გამოქვეყნების შესაძლებლობა
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომების სრული ვერსია შეიძლება გამოქვეყნდეს შესაბამისი მოთხოვნების დაცვით, ჟურნალში “ინოვაციური ეკონომიკა და მართვა”.
| უკან |
