VII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია „ტურიზმი: გამოწვევები და მდგრადი განვითარება - 2026

სტატიის გაფორმების წესი

  • A4 ფორმატი. ველი: ზედა  –   2,0 სმ, ქვედა  – 2,0 სმ, მარცხენა – 3,0 სმ, მარჯვენა –  2,0 სმ.
  • შრიფტი   Sylfaen ქართული  ტექსტისათვის   და  Times  New  Roman –  ინგლისური ტექსტისათვის (სტილი Normal, შრიფტის ზომა –  10).
  • სტრიქონთაშორისი ინტერვალი –1.
  • სათაური ცენტრირებულად, გამოიყოს მუქი შრიფტით, Sylfaen ქართული  ტექსტისათვის   და  Times  New  Roman –  ინგლისური ტექსტისათვის, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის ინტერვალი 1.
  • სათაურის შემდეგ, ერთი სტრიქონის გამოტოვებით, ცენტრირებულად ავტორების ჩამონათვალი, დახრილი შრიფტით, Sylfaen ქართული  ტექსტისათვის   და  Times  New  Roman –  ინგლისური ტექსტისათვის, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის ინტერვალი 1. პირველად იწერება კორესპონდენტი ავტორის მონაცემები, ყოველი შემდეგი ავტორის მონაცემები იწერება ერთი სტრიქონის გამოტოვების შემდეგ: სახელი, გვარი პირველ ხაზზე, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, დეპარტამენტი, ქალაქი, ქვეყანა მეორე/მესამე ხაზებზე, ავტორის ელექტრონული ფოსტა და ORCID კოდი შემდეგ ხაზზე.
  • ერთი სტრიქონის გამოტოვებით იწერება რეზიუმე. რეზიუმე უნდა დაიწეროს ქართულად და ინგლისურად (ინგლისურენოვანი სტატიებისთვის მხოლოდ ინგლისურად) აბზაცის ჩაღრმავების გარეშე, შრიფტი Sylfaen ქართული  ტექსტისათვის   და  Times  New  Roman  ინგლისური ტექსტისათვის (სტილი Normal, შრიფტის ზომა –  10), 200-250 სიტყვის ოდენობით. რეზიუმე უნდა მოიცავდეს მოკლე ინფორმაციას სტატიის თემის, მეთოდოლოგიის და მიღებული დასკვნების შესახებ.
  • ერთი სტრიქონის გამოტოვებით იწერება საკვანძო სიტყვები. Sylfaen შრიფტი, 3-დან 8 სიტყვამდე, სტილი Normal, შრიფტის ზომა 10,  სიტყვები უნდა დალაგდეს ზოგადიდან კონკრეტულამდე.
  • სტატიის სავარაუდო სტრუქტურა: შესავალი / დისკუსია / ძირითადი ტექსტი მიგნებები / დასკვნები / ლიტერატურა.
  • ნახატები, გრაფიკები, სქემები და  ა. შ. –  ფორმატში TIFF 300dpi; 600dpi.
  • ფორმულები აიკრიფოს ფორმულების რედაქტორში Microsoft equation.

სტატიის გაფორმების ნიმუში იხილეთ ბმულზე

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა