ტექნოლოგიური ფაკულტეტი

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) წარმომადგენელთა ვიზიტი ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე

სურათი

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე შეხვედრა გამართეს. ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, გიზო ფარცხალაძემ  სტუმრებს ფაკულტეტზე არსებული პროგრამები,  ლაბორატორიები, თანამედროვე მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის მიმართულებით ერთობლივი  სამაგისტრო  პროგრამის  შემუშავება, ერთობლივი საზაფხულო სკოლების, კონფერენციების ჩატარება, სტუდენტთა და  პროფესორთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზება.

აგრეთვე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) წარმომადგენლებმა საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს სპეციალური სემინარი - STEM  აკადემია  ჩაუტარეს.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა