საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი ბსუ-ში
22 აპრილი 2018 წელი
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნატოს დღეების ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორს მერაბ ხალვაშს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და არასამთავრობო სექტორს შეხვდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, პრიორიტეტებზე, არსებულ პროგრესზე ისაუბრა და ნატოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები მიმოიხილა. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.