სიგელები ქველმოქმედებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის
ქველმოქმედებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის 100 სტუდენტსა და 20-მდე პროფესორსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს მამა სერგიმ და ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა სიგელები გადასცეს. მეოთხე წელია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ქალაქ ბათუმში (რურუას ქუჩა #3) ეფრემ ასურის სახელობის ტაძარს აშენებენ. გარდა ამ ტაძრის მშენებლობისა აქტიურად იყვნენ ჩართული 50-ზე მეტი ეკლესია-მონასტრის მშენებლობასა და სხვა სახის სამუშაოებში. სტუდენტების ორგანიზებით, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა სახელწოდებით ,,ეს გზა ტაძართან მიგვიყვანს“. ღონისძიებიდან შემოსული თანხა ეფრემ ასურის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდში გადაირიცხა. სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დღემდე აგრძელებენ საქველმოქმედო ღონისძიებებს.