უნივერსიტეტი „Erasmus mundus”-ის კოორდინატორთა შეხვედრას მასპინძლობს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი „Erasmus mundus”-ის გაცვლითი პროგრამის პროექტ “ELECTRA”-ს მმართველ გუნდს მასპინძლობს. შეხვედრაზე საქართველოსა და უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების კოორდინატორებმა დაინტერესებულ პირებს ერაზმუს მუნდუსის პროგრამების სამიზნე ჯგუფები, პრიორიტეტები, გრანტის მოსაპოვებლად საჭირო პროცედურები და შესაძლებლობები გააცნეს. ერაზმუს მუნდუსის პროექტები ითვალისწინებს არა მხოლოდ კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენელთა მობილობას ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არამედ ნებისმიერი ავტორიზებული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, სტუდენტისა და პროფესორის მონაწილეობას პროგრამაში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007 წლიდან აქტიურადაა ჩართული „ერაზმუს მუნდუსის“ გაცვლით პროგრამებში, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში პროგრამის ბენეფიციარი ბსუ-ს 35 წარმომადგენელი გახლდათ, მომავალი სასწავლო წლისთვის მობილობის გრანტი მოპოვებული აქვს 23 წარმომადგენელს.