„ბსუ დენტის“ თერაპიული, ქირურგიული და ორთოპედიული სერვისები
22 ნოემბერი 2017 წელი
„ბსუ დენტის“ თერაპიული, ქირურგიული და ორთოპედიული სერვისები
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკა „ბსუ დენტი“ ახორციელებს თერაპიულ, ქირურგიულ და ორთოპედიულ სერვისებს. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სტომატოლოგიური დანადგარებით, სასტერილიზაციო მოწყობილობებითა და რადიოვიზიოგრაფიის კაბინეტით. „ბსუ დენტი“ დაკომპლექტებულია ბსუ-ს სტომატოლოგიური დეპარტამენტის კვალიფიციური კადრებით. უახლოეს მომავალში კლინიკას დაემატება ბავშვთა სტომატოლოგიის, ორთოდონტიისა და იმპლანტოლოგიის სერვისები. „ბსუ დენტ“-ი სტუდენტებს მოემსახურება 20%-იანი ფასდაკლებით, ხოლო ბსუ-ს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის მოქმედებს სტომატოლოგიური მომსახურების საფასურის განწილვადებით გადახდის სისტემა. კონსულტაცია უფასოა.
სრულად