ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე სტუდენტებმა და პროფესორ მასწავლებლებმა ველური ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე, დარგის აქტუალურ საკითხებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. მსოფლიომ წელს დაარსა ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი კი ამ პროფესიულ დღეს რამდენიმე წელია აღნიშნავს.
უკან |