ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფარისებრი ჯირკვლის მსოფლიო დღე აღინიშნა. გაიმართა მსოფლიოს თირეოდოლოგ ექსპერტთა ვებინარი და დისკუსია თემაზე: „ბირთვული კატასტროფა: ზეგავლენა ფარისებრ ჯირკვალზე და მისი დაცვის გზები“. ვებინარში ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებელებმა, ამერიკის თირეოდოლოგთა ასოციაციის (ATA), აზია და ოკეანეთის თირეოდოლოგთა ასოციაციის, ევროპის თირეოდოლოგთა ასოციაცის, ლათინო ამერიკის თირეოდოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |