ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების სარეზიდენტო სუბსპეციალიზაციის პროგრამაზე ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“ (ხანგრძლივობა - 3 თვე). კონკურსანტთა განცხადებები და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს 2022 წლის 1 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ბსუ–ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია).
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება;
- უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);
- მაძიებლის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა;
- ავტობიოგრაფია (cv);
- ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ბრძანება პროგრამაზე მიღების გამოცხადების შესახებ
უკან |